მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად „ბუკებს“ მათი დამრიგებლებიც ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელთა ნაწილს კომპიუტერები გადაეცა, ნაწილს კი განათლების სამინისტროს განმარტებით, ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაეცემა, ჯერ არც ერთ დამრიგებელს არ მიუღია კუთვნილი კომპიუტერი, არადა წინა წლების გამოცდილებით, მოსწავლეებთან ერთად დამრიგებლებიც იღებდნენ სამინისტროსგან ტექნიკას.
„ბუკები“ პედაგოგებს პირველკლასელებთან ერთად ურიგდებოდათ და მათ კუთვნილებაში ოთხი წლის განმავლობაში იყო, ახალი პირველი კლასის აყვანის შემდეგ კი მასწავლებელს ახალი ნოუთბუქი გადაეცემოდა. წელს ეს წესი დაირღვა თუმცა პირველი კლასის მასწავლებლები იმედს არ კარგავენ და ამბობენ, რომ მათ დირექციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ „ბუკები“ მოგვიანებით გადაეცემათ. აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროში დავაზუსტეთ, სადაც განგვიცხადეს:
„პირველი კლასის მასწავლებლებს, რომლებიც ამავდროულად კლასის დამრიგებლები არიან და ბოლო სამი წლის განმავლობაში „ბუკი” არ მიუღიათ,სამინისტრო “ბუკებს” გადასცემს. ამ ეტაპზე “ბუკები” ჯერ პირველკლასელებს ურიგდებათ, შემდეგ კი მასწავლებლებს გადაეცემათ, “ბუკს” ეტაპობრივად ყველა პირველი კლასის მასწავლებელი მიიღებს, აუცილებელი პირობაა, რომ პედაგოგს ბოლო 3 წლის განმავლობაში ნოუთბუქი უკვე გადაცემული არ ჰქონდეს”.
იხილეთ: პირველკლასელებს „ბუკებს“ ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადასცემენ - განათლების სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.