მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022 წელს ოქროს მედალს 3 834, ვერცხლის მედალს კი 1 138 მოსწავლე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა. 2020-2021 წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა სია განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა სექტემბერში დაამტკიცა, თუმცა მედლის პრედენტენტთა რაოდენობა და სხვა დეტალები ბრძანებაში არ დაკონკრეტებულა.
Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ყველაზე მეტი მედალოსანი 1242 ოქროს და 457 ვერცხლის მედლით თბილისს ჰყავს.
ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.
ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს 2018, 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს გადასცემს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, პროცესი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, 2020-2021 წლის კურსადმთავრებულებს კი კუთვნილი ჯილდო გაზაფხულზე გადაეცემათ. ტენდერის გამოცხადების და მედლების გადაცემის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.
იხილეთ: 2020-2021 წლის წარჩინებულებს მედლებს გაზაფხულზე გადასცემენ - სამინისტროს პასუხი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.