„იმედი გვაქვს პანდემია მალე დასრულდება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება“ - ბარალეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიანი
10-11-2021
დაკოპირებულია
-
+
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსური დავალებების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიანი საუბრობს.
- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?
- ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრების რეჟიმში მიმდინარეობს.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?
- პანდემიის გამო სკოლაში დიდ ფორმატში ღონისძიება ვერ ტარდება, ამიტომ ბავშვების წახალისების და სტიმულის მიცემის მიზნით საინტერესო და ლოგიკურ ღია გაკვეთილებს ვატარებთ .
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?
- პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი სკოლა სისუფთავის და თავის დაცვის ყველანაირ ნორმებს იცავს; სკოლაში ტარდება დეზინფექცია, არის დაყენებული ხელების სადეზინფექციო საშუალება, ბავშვები და მასწავლებლები თავის დაზღვევის მიზნით დადიან პირბადით. სკოლის თანამშრომლების ნახევარი და მშობლები აცრილები არიან და დანარჩენებიც ემზადებიან ასაცრელად. ბავშვები დიდი სიყვარულით დადიან სკოლაში. ჩვენს ბავშვებს და მშობლებს ძალიან უნდათ რომ გაკვეთილები, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, იმედი გვაქვს, ჩვენს სახელმწიფოში პანდემია მალე დასრულდება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.