სიახლეები
სკოლები

„ყოველთვის მზადაა, დანერგოს ინოვაციები საგაკვეთილო პროცესში“- ნინოწმინდის საჯარო სკოლა წარმატებულ პედაგოგ მანანა როსტომაშვილს გვაცნობს
10-11-2021
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების წარმატებულ პედაგოგს - მანანა როსტომაშვილს გვაცნობს. 

პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში არაერთი მიღწევა და წარმატება აქვს. ის თავის მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მანანა როსტომაშვილის და მისი მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ პლატფორმა Teams-ს პროექტის მონაწილე თანატოლებთან და ექსპერთებთან შეხვედრებისათვის, ფილმების ერთობლივი ნახვის, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისა და მსჯელობა-განხილვისათვის.

მას Maicrosoft-მა 2021-2022 წლის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

სკოლის დირექტორი ლია შენგელია ამაყობს თავისი პედაგოგით, გვაცნობს მის მიღწევებს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.

„წარმოგიდგენთ, თანამედროვე ქართული სკოლის ერთ-ერთი წარმატებულ მენტორ მასწავლებელს- მანანა როსტომაშვილს, რომლისთვისაც სკოლა და ბავშვები სიცოცხლის „ანი“ და „ჰოეა“, რომელიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი პროფესიული უნარ-შესაძლებლობებითა და უმაღლესი პედაგოგიური მორალით. მანანა მასწავლებლის პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ბევრი შეიძლება ითქვას და დაიწეროს. ამჟამად, გაგაცნობთ მანანა მასწავლებლის წარმატებათა ნუსხიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს.
ვულოცავ შრომისმოყვარე, ღირსეულ პედაგოგს წარმატებებს, ვუსურვებ აღმასვლასა და მისი ნაბიჯების კვალდაკვალ მავალ კოლეგათა სიმრავლეს!
ვულოცავ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლას მნიშვნელოვან წარმატებებს.

მანანა როსტომაშვილს, Maicrosoft-მა 2021-2022 წლის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. 
ამ პლატფორმაზე პედაგოგი პირველად 2013 წელს დარეგისტრირდა და მონაწილეობა მიიღო კონკურსში Pilforum-2013 პროექტით: „ბავშვის თვალით დანახული სამყარო“. 
ის თავის მოსწავლეებთან ერთად, ყოველწლიურად მრავალ საინტერესო, საერთაშორისო თუ ეროვნულ პროექტს ახორციელებს და აქტიურად იყენებს სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებს. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით აქტუალური გახდა Microsoft 365-ის  პროდუქტების გამოყენება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კლასგარეშე საქმიანობაში. მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ პლატფორმა Teams-ს საკლასო შეხვედრების, პროექტის მონაწილე თანატოლებთან და ექსპერთებთან შეხვედრებისათვის, ფილმების ერთობლივი ნახვის, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისა და მსჯელობა-განხილვისათვის. ასრულებენ მასწავლებლის მიერ Forms-ში მომზადებულ ტესტებს, ქმნიან საინტერესო პრეზენტაციებს პროგრამა Sway-ს საშუალებით და ა. შ. გარდა ამისა იყენებენ საინტერესო ვებ 2.0 ინსტრუმენტებს და უზიარებენ ერთმანეთს. სწავლა მათთვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი პროცესია. 
მასწავლებელი ასევე, აქტიურად უზიარებს  საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს. ყოველთვის მზადაა, დანერგოს ინოვაციები საგაკვეთილო პროცესში და იყოს სიახლეების ავანგარდში. ვულოცავთ მას  Maicrosoft-ის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებლის სტატუსს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს სკოლის დირექტორი ლია შენგელია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება