სიახლეები
სკოლები

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინტერესო დისკუსია გაიმართა
10-11-2021
-
+


ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ დისკუსია გაიმართა. 

დიკუსია პროექტ „ადამიანის უფლებების“ ფარგლებში, ნანა სარალიძისა და ინა კამლაძის ერთობლივი ინაციატივით გაიმართა. 

აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. 

ისაუბრეს თუ როგორ უნდა დადგინდეს ფოტომასალის ნამდვილობა, როგორ უნდა ამოიცნონ ტროლები და ბოტები, ასევე, როგორ უნდა დაადგინონ ინფორმაცია სანდოა თუ არა. 

„უამრავი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებებით, რომელთა სანდოობა ხშირად საეჭვოა. აუცილებელი და საჭიროა გავარჩიოთ დეზინფორმაცია და სინამდვილე. ამასთან ერთად, თითოეულ ჩვენგანში უნდა მოხდეს კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, თვითგამოხატვისა და შემოქმედებითობის უნარების განვითარება, რაშიც ხელს შეგვიწყობს მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდებში გარკვევა.
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში, პროექტ „ადამიანის უფლებების“ ფარგლებში, ქალბატონი ნანა სარალიძისა და ინა კამლაძის ერთობლივი ინაციატივით, ჩატარდა დისკუსია თემაზე: „დეზინფორმაცია როგორც გამოწვევა“.
ამასთნ ერთად, X კლასის მოსწავლეებში ჩატარდა რამდენიმე აქტივობა: 1) გამოკითხვა - ინფორმაციის სანდოობის დამადასტურბელი; 2) ფოტომასალის ჭეშმარიტების დადგენა; 3) ტროლის ან ბოტის ამოცნობა მხილება.
ამავე კლასის მოსწავლემ, გიორგი ცერცვაძემ, აღნიშნულ თემაზე მოამზადა საინტერესო პრეზენტაცია ვიზუალური სურათებისა და ვიდეომასალის გამოყენებით.
ამასთნავე, ამავე კლასის მოსწავლეების ირინა მერკვილაძისა და ნიკა მახათაძის მიერ დამზადდა მრავალფეროვანი და ილუსტრაციებით მდიდარი პოსტერი.  
შედეგი მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში ამაღლდა მედია საშუალებების მოწოდებული ზუსტი თუ არაზუსტი ინფორმაციის ამსახველი თემების დახარისხების უნარი, მოხდა გაცნობიერება იმისა, თუ რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას დეზინფორმაციით და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მან ადამიანებს. შესწავლილი იქნა ამ პრობლემის აღმოფხვრის გზები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება