TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ყოველ საღამოს, 9 საათზე ელექტრონული ჟურნალი ითიშება - „ემისი“ მიზეზებს განმარტავს
10-11-2021
-
+


ელექტრონული ჟურნალის საბოლოო დამკვიდრების პარალელურად, პედაგოგები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველდღიურად თავს ახალ-ახალი პრობლემები იჩენს - ხან სისტემა ითიშება სრულად, ხან შეფასებები და ჩანიშნული შემაჯამებლები ქრება... ბოლო პერიოდში კი საიტი ყოველ დღე, 21:00 საათზე განახლებას აკეთებს დილამდე... შესაბამისად, პედაგოგები საჭირო ინფორმაციის ელექტრონულად ასახვას ვერ ახერხებენ - დღე გაკვეთილები - საღამოს სისტემის განახლება და მონაცემების შეტანა იმდენად გვიანდება, ცვლილების ასახვისთვის მიცემულ 8-დღიან ვადაში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ვერანაირად ვერ ეტევიან.

რატომ ითიშება ელჟურნალი ყოველ საღამოს? რა ხდება, როდესაც 8-დღიანი ვადა იწურება? როდის იქნება შესაძლებელი შეუვსებელი დღეების შევსება და საერთოდ მიეცემათ თუ არა ეს შანსი მასწავლებლებს? - აქტუალურ კითხვებს „ემისი“ პასუხობს:

ელექტრონული ჟურნალი განახლების მიზნით ითიშება 21:00 საათიდან; 8 კალენდარული დღის განმავლობაში პედაგოგს აქვს საშუალება, შეიტანოს მონაცემები, გამონაკლისია მხოლოდ 21:00 საათიდან პერიოდი - როდესაც შეუძლებელია ელექტრონული ჟურნალით სარგებლობა. შეგიძლიათ, დანარჩენი 8 კალენდარული დღის განმავლობაში გამოიყენოთ დრო და შეიტანოთ მონაცემები. ჟურნალის განახლების დასრულება დამოკიდებულია მონაცემების რაოდენობაზე. შესაბამისად წინასწარ ჩართვის დრო განსაზღვრული არაა. რაც შეეხება მეორე საკითხს - თუ მასწავლებელმა ვერ შეიტანა 8 კალენდარული დღის განმავლობაში მონაცემები? - შეგიძლიათ, ისარგებლოთ მოთხოვნის ფუნქციით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ვადაგასულ მოქმედებაზე გქონდეთ წვდომა.

ამასთან დაკავშირებით ჩატარებულია ვებინარი და შეგიძლიათ დეტალური ახსნა მოთხოვნის ფუნქციაზე იხილოთ ვებინარის ჩანაწერში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება