სიახლეები
სკოლები

„4 ოქტომბრიდან დასწრებულად ვსწავლობთ, არანაირი შეფერხება არ გვქონია“ - გენად მახარაძე, კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი 
10-11-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, იკლებს იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. დადებით დინამიკას ისიც უწყობს ხელს, რომ მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლები რეგულაციების დაცვით ახერხებენ, სწავლება საკლასო ოთახებში წარმართონ.

გენად მახარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი Etaloni.ge-ს უყვება, რომ 4 ოქტომბრიდან დღემდე სკოლაში არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ, მასწავლებლების უმრავლესობა აცრილია და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს:

„არავითარი შეფერხება არ გვქონია. არ გამოვლენილა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა - არც მასწავლებლებში და არც ბავშვებში. 4 ოქტომბრიდან დასწრებულად ვსწავლობთ, მოგეხსენებათ მანამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მასწავლებლებიდან მხოლოდ ორია ისეთი, ვისაც ჯერ აცრა არ გაუკეთებია. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და რეგულაციების დაცვასაც კარგად ვახერხებთ, დისტანცია იქნება ეს, თერმოსკრინინგი თუ პირბადის ტარება.  არ გვინდა რომ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლაზე გადასვლა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ბავშვებსაც და მშობლებსაც, რა თქმა უნდა, სკოლაში სიარული ურჩევნიათ“.

მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით დისტანციური სწავლების ხარისხი გაუმჯობესდა და ელექტრონული ჟურნალის წარმოებასაც სკოლა წარმატებით ახერხებს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება