სიახლეები
სიახლეები

მომატებული 20, 30, 40 ლარი - სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ
11-11-2021
-
+


სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მანდატურებს 1-ლი იანვრიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

მასწავლებელთა სტატუსის დანამატის ზრდის პარალელურად, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, მათთვისაც გაზრდილიყო ხელფასი, რადგან მათ დატვირთვა მასწავლებლებზე ნაკლები არ ჰქონდათ. როგორც ჩანს მთავრობამ ეს თხოვნა გაითვალისწინა და ხელფასების 10%-ით ზრდა დააანონსა.

etaloni.ge დაინტერესდა, რელურად, რამდენი ლარი დაემატებათ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციაში იგულისხმება სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები გარდა მასწავლებლებისა, ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. როგორც აღმოჩნდა, მათი ხელფასი იმდენად დაბალია, რომ 10%-იანი დანამატი ადმინისტრაციის თანამშრომლების უმრავლესობისთვის 20-დან 40 ლარამდე იქნება.

სასწავლო ნაწილის ხელფასი თბილისში 400-დან 600 ლარამდე მერყეობს (რეგიონების სკოლებში დირექტორის მოადგილეებს 250-300 ლარიც კი აქვთ), საინფორმაციო მენეჯერი საშუალო ხელფასი 400 ლარია, საქმისმწარმოებლისა - 300, თბილისის სკოლების ბუღალტრების მცირე ნაწილს აქვს 600-დან 800 ლარამდე ხელფასი, რეგიონებში კი ამ თანამდებობაზე ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. ბიბლიოთეკარების ანაზღაურება 250-დან 350 ლარამდეა, რაც შეეხება დამლაგებლებსა და სკოლების დარაჯებს, ისინი ყოველი თვის ბოლოს საშუალოდ 200-250 ლარს იღებენ. რაც შეეხებათ მანდატურებს, მათაც ასევე 10%-ით გაეზრდებათ შემოსავალი და ეს თანხა 60 ლარი იქნება.

სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასების 10%-ით გაზრდის თემას სოციალურ ქსელში განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან მათთვის ეს თანხა მიზერულია, „დაცინვაა და ხელფასების გაზრდა არ შეიძლება დაერქვას“.

იხილეთ ასევე: სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ - ფინანსთა მინისტრი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება