სიახლეები
სკოლები

„პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები სიახლეების დანერგვას მიესალმებიან“- ქუთაისის N10 სკოლის დირექტორი დემურ გაგუა
11-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი დემურ გაგუა საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. მოსწავლეები და მშობლები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს და ცდილობენ მოსწავლეთა სწავლა სწავლების პროცესი გაგრძელდეს არსებულ ფორმატში.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ახალი სკოლის მოდელიდან გამომდინარე პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები მიესალმებიან  სიახლეების დანერგვას და მოსწონთ დავალებების აღნიშნული მიმართულება.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- ჩატარდა მრავალი სასკოლო და მინი პროექტები. აღსანიშნავია სასკოლო პროექტები თემებზე: „ფინანსური წიგნიერება“ და „ბუნება ჩვენს გარშემო“. აღნიშნული პროექტები მასიური ხასიათის იყო მოიცავდა როგორც სკოლის ასევე თემის მცხოვრებთა ინტერესებს. ჩატარდა კვლევები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მიზნით. სკოლა მესამე წელია ჩართულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. მასწავლებელთა კათედრების მიერ შედგა საგნობრივი კურიკულუმები, მატრიცები, ინდივიდუალური სამუშაო გეგმები I-IX კლასის ყველა საგნის მასწავლებლის მიერ შემუშავდა კომპლექსური დავალებების სქემები. დაწყებითი კლასების მასწავლებლების მიერ ჩატარდა სასკოლო კონფერენცია - „მიკრობები ჩვენს ირგვლივ“, ჩატარდა არაერთი სპორტული ღონისძიება; მოხდა ნახატების გამოფენა - „STOP - COVID“ და მრავალი სხვა.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ახალი სკოლის მოდელიდან გამომდინარე სრულიად რეგულირდება მოსწავლეთა პროგრამების ათვისების საკითხი. იგი გადანაწილდა საფეხურების მიხედვით და როგორც გამოკითხვამ აჩვენა შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სკოლაში აცრილ თანამშრომელთა რაოდენობა 60%-ს შეადგენს, რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა -  საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია

თოვლი, ძლიერი ქარი, ნისლი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

მეორე სემესტრის დასვენებისა და სასწავლო დღეების შესახებ დეტალური ინფორმაცია

რა იცვლება I-XII კლასების მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან - დეტალები ესგ-დან

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს

ღონისძიებამ მოსწავლე-მასწავლებლებს ზღაპრული საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩეულად ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება