სიახლეები
სიახლეები

წარჩინებული მოსწავლეებისთვის სამინისტრო 9000 კომპიუტერს შეიძენს  - ტენდერის დეტალები და ვადები ცნობილია
11-11-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებისთვის 9000 კომპიუტერის შესაძენად 23 მილიონ 265 ათას  ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადების მიღების ვადა 3 დეკემბერს მთავრდება.

ერთი კომპიუტერის შესაძენად 2 585 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულებად 23 265 000 ლარით განისაზღვრება.

ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან 2020 წელს წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა ვერ მოხერხდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს მოსწავლეები 2021 წელს უნდა დაჯილდოვდნენ. 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა 4461-ია. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 4 385 ბენეფიციარი იქნება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2020 და 2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს. 2019-2020 წლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის სააგენტოს ესაჭიროება 4500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ შეადგენს 4 385 ბენეფიციარს. შესაბამისად, ვინაიდან, ადგილი აქვს ბენეფიციართა რიცხოვნების გაზრდას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზნების განსახორციელებლად ჯამურად ესაჭიროება 9 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში.

იხილეთ: როდის მიიღებენ დამრიგებლები „ბუკებს“ -  სამინისტრო ვადებს ასახელებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება