სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ მომცა სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო“- მარნეულის „ეტალონი მოსწავლე“ ცნობილია
11-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეს, მის სკოლას, საგანმანთლებლო რესურსცენტრს და მერიის წარმომადგენლებს etaloni.ge დაუკავშირდა.

გვანცა ბოლქვაძე, „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“, მარადისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვებას ვერც კი წარმოვიდგენდი; როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი საოცარი განცდა იყო. კითხვები ვერ ვიტყვი რომ რთულად მომეჩვენა, უბრალოდ ის შეცდომები რაც დავუშვი ნერვიულობის ფონზე გამომეპარა. „ეტალონმა“ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ასევე, სტიმული იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.

ელგუჯა კუპატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი:

მინდა მივულოცო გვანცა ბოლქვაძეს ეს გამარჯვება და მომავალში კვლავ დიდი წარმატებები ვუსურვო. „ეტალონი“ ბავშვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მათ უფრო აქტიურს და გონებამახვილს ხდის. „ეტალონს“ უკვე ძალიან ბევრი წელია ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, ეს პროექტი მათთვის ძალიან ღირებულია.

ნინო კირვალიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარებული I და II ეტაპებით კმაყოფილები ვართ. ჩვენი სამსახური და მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ვადევნებდით თვალყურს და პროცესში ვმონაწილეობდით. მინდა მივულოცო გამარჯვებულსა და სხვა მონაწილე ბავშვებს, რომ კონკურსს ასე კარგად გაართვეს თავი. იმედს ვიტოვებთ, რომ „ეტალონთან“ მომავალშიც ვითანამშრომლებთ. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო; ამ ეტაპზე ჩვენი სამსახური აქტიურად გეგმავს, თუ რა შეიძლება გავუკეთოთ I, II და III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს. მსურს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო და იმედი გვაქვს, შემდეგი ჩემპიონატი პირისპირ ჩატარდება და ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. მთელი განყოფილება ამ პროექტში აქტიურად ვიყავით ჩართულები ვგულშემატკივრობდით როგორც „ეტალონს“, ასევე ბავშვებს.

ხანალი გახმარანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით ვულოცავთ მარადისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის  მოსწავლეს, გვანცა ბოლქვაძეს „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს სტიმულს აძლევს და ეს კონკურსი მათთვის აუცილებელია.

რუსლან ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდა მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად მამოტივირებელი იყო; ტრადიციულად, კონკურსანტები საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებზე იყვნენ დამოკიდებულები და შედეგებიც ობიექტურადაც მიიღეს. დისტანციურ კონკურსზე ისინი ბევრად უფრო მობილიზებულები იყვნენ; ჩემი მოსწავლის, გვანცა ბოლქვაძის გამარჯვება კი ნამდვილად სასიხარულო ფაქტია; ნამდვილად წარმატებული და სამაგალითო მოსწავლეა; გვანცამ საბაზო საფეხური ასევე წარმატებით დაასრულა და სულ მალე კუთვნილ კომპიუტერს მიიღებს.

ანჟელა ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის პედაგოგი:

გვანცა, ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეა. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობს და მისთვის „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მინიჭება მთელი პედაგოგიური კოლექტივისთვის სასიხარულოა. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტესტები ყველა საგანს ეხება და აქედან გამომდინარე, ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან. ჩვენი მოსწავლეებიდან ბევრმა აღნიშნა, რომ ამ კონკურსის მეშვეობით სწავლას უფრო უნდა მოუმატონ, რათა მომავალში უკეთესი შედეგები დადონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება