სიახლეები
ინტერვიუ

„ყველა ჯილდო პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რასაც ღირსეულად უნდა გავართვათ თავი“ - ნესტან ლილუაშვილი, რველის საჯარო სკოლის დირექტორი
11-11-2021
-
+


ალბათ ყველა თანხმდება, რომ ერთდროულად იყო დედა და მასწავლებელი, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს - როგორც შვილების, ასევე მოსწავლეების წინაშე. მით უფრო მაშინ, თუ ეს მასწავლებელი, ამავდროულად სკოლის დირექტორიცაა. საქართველოში ასეთი გამორჩეული ქალები ნამდვილად გვყავს და ერთ-ერთი მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ლილუაშვილია. ის 30 წელია სკოლას ერთგულად ემსახურება და ამავდროულად ისეთი შვილებიც აღზარდა, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს.

Etaloni.ge ქალბატონ ნესტან ლილუაშვილს საკუთარი მიღწევების, სკოლის დირექტორობის შესახებ,  მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა. მან ის ისტორიაც გაიხსენა, როგორ დააჯილდოვა მოულოდნელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, როგორც წარმატებული ქალი და დედა.

- განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით წარმატებული დედა და წარმატებული ქალი დაეჯილდოვებინათ. როგორც აღმოჩნდა სამცხე-ჯავახეთში მე შემარჩიეს. ისეთი მოულოდნელი და სასიხარულო იყო, როცა დამირეკეს და მიმიწვიეს სამინისტროში, რომ დღემდე ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ. დაგვასაჩუქრეს წიგნებით, ყვავილებით. ძალიან სასიამოვნო და თბილი შეხვედრა იყო მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან. ასეთი მოლოცვა მანამდე არასდროს მიმიღია, დიდი პატივი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა ყველა ჯილდო პაუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რაც ღირსეულად უნდა შევასრულოთ.

 - როგორც ვიცი, ეს ჯილდო არამარტო პირადი, არამედ თქვენი შვილების წარმატების გამოც გადმოგეცათ...

- ორი შვილი მყავს, ვაჟები. ორივე წარმატებულია თავის საქმიანობაში, უმცროსი დაოჯახებულია და პროფესიით მუშაობს. უფროსი შვილი კი სპორტსმენია. როცა განათლების სამინისტრომ ჯილდო გადმომცა, მაშინ ჩემი შვილის კლუბი - „ჯიქები“ რაგბში  საქართველოს ჩემპიონი გახდა, თავადაც ოქროს მედალი აიღო და ორმაგი სიხარული მქონდა. რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ბავშვებმა თავისი წარმატებებით როგორც მშობლის, ისე მასწავლებლის შრომა დამიფასეს.

- თქვენი შვილი ასევე წარმატებით მონაწილეობდა „ეტალონში“. აქედან გამომდინარე რას იტყვით არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ბავშვების ცხოვრებაში?

- დიახ, ჩემი შვილი ნახევარფინალისტი იყო 2008 წელს. მაშინ ასე ხდებოდა - გამარჯვებულ მოსწავლეს „ეტალონის“ დროშა მიჰქონდა სკოლაში. რა თქმა უნდა,  ძალიან მინდოდა, ჩემს შვილს დროშა თავის სკოლაში მიეტანა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რამხელა დატვირთვა ჰქონდა ამას ნებისმიერი სკოლისთვის. რაჭველმა მოსწავლემ აჯობა წამებით და მაშინ ბატონმა გოჩა ტყეშლაშვილმა თქვა - დასაშვები რომ იყოს ორი პირველი ადგილი, ვლადიმერ გოგოლიძესაც მივანიჭებდითო. მოსწავლეს თუ ზოგადი ცოდნა არ აქვს, ძნელია, მარტო სკოლის პროგრამით წინ ვერ წავა. არაფორმალური განათლება და „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვების მოტივაციას.  ჩვენი სკოლა ყოველთვის მონაწილეობს „ეტალონის“ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში... მართალია, ბოლო ხანს პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. სკოლაში გვაყვს მოსწავლეები, ვინც წარმატებით მონაწილეობდა ამ პროექტში, მე კი, როგორც სკოლის დირექტორი, ყოველთვის ვცდილობ, რომ დავაინტერესო მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც.  ჩემი დამოკიდებულება ასეთია - არაფორმალური განათლების პროექტებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა გამოსცადოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში ბავშვი სუსტად და ძლიერად არ უნდა დაიყოს, რადგან ყოფილა, რომ სუსტ მოსწავლესაც გადაულახავს პირველი ტური.

- ქალბატონო ნესტან, სკოლის დირექტორი ბრძანდებით და ამავე დროს მასწავლებელიც. რა პასუხისმგებლობაა  ეს ადამიანისთვის?

- 2008 წლიდან ვარ რველის საჯარო სკოლის დირექტორი. ჯამში 30 წელია რაც სკოლაში ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები. თუ ის საქმე არ გიყვარს, რასაც აკეთებ არაფერი გამოგივა. პროფესიით დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარ, პატარებთან ვმუშაობ, ახლა კი მხოლოდ მე-3 კლასს ვასწავლი ქართულსა და ბუნებას. სტატუსიც ავიმაღლე - უფროსი მასწავლებელი გახლავართ.

- სკოლის დაწყებითი საფეხური ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?

- ჩემი აზრით, ნამდვილად ასეა, პატარებთან მუშაობას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, სხვანაირი მიდგომებია საჭირო, შემოქმედებითი მუშაობა გაკვეთილებზე, რათა სწავლა არ შესძულდეთ. ამიტომ მე, როგორც დირექტორი, ვაფასებ ჩემი მასწავლებლების და განსაკუთრებით დაწყებითის მასწავლებლის შრომას. ბავშვის სულიერ და გონიერ აღზრდას საფუძველი ჩვენ უნდა ჩავუყაროთ.

- ბოლო ორი წელია, პანდმიის გამო სკოლები განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. თქვენ როგორ გადიხართ ამ ცვალებად პერიოდს?

- მიმდინარე სასწავლო წელს, რაც დასწრებული სწავლა დავიწყეთ, ჯერ ვირუსის შემთხვევა არ გვქონია. ღვთის წყალობით არც იზოლაცია დაგვჭირვებია. ყველანაირად ვუფრთხილდებით, ყველაფერს ვაკეთებთ - ვაბარებთ ტესტებს, ვიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს. აქამდე მშვიდობიანად მოვედით. დირექტორები ყველა ღონეს ვხმარობთ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. სულ  მზადყოფნაში ვარ, რომ ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები არ გამოილიოს. დილით, მე თვითონ ვდგავარ კარში და ვაკონტროლებ, არ იყოს რაიმე ხარვეზი, დისტანციის დაცვა ძალიან ძნელია. დამრიგებლებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ვაკონტროლოთ მოსწავლეების კონტაქტები. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და რეგულაციების დაცვით ვახერხებთ, რომ მშვიდად წარვმართოთ სასწავლო პროცესი.

- რა არის თქვენი, როგორც სკოლის დირექტორის ყველაზე დიდი სურვილი?

- მინდა, უფრო გონიერი და ნიჭიერი მოსწავლეები აღვზარდოთ, თუმცა ეს რომელი მასწავლებლის ან რომელი დირექტორის სურვილი არ არის. ყველაზე ძალიან იმას განვიცდი, რომ დემოგრაფიული პრობლემების გამო სკოლას წლიდან წლამდე აკლდება მოსწავლეები. სოფელი ცარიელდება და შესაბამისად, ეს აისახება სკოლაზეც. სამწუხაროდ ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენს სკოლას ძალიან წარმტებული მოსწავლეები ჰყავს. 2020-2021 სასწავლო წელს 3 ოქროსმედალოსანი გოგონა გვყავდა, უნიჭიერესი ბავშვები, ამიტომ არ მინდა, ბავშვები მიდიოდნენ და ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე თუ შეიძლება მოგვარდეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება