მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 12-დან 15 წლამდე ბავშვები კოვიდზე აცრან, საზოგადოებაში მაშინვე იმატა არაერთგვაროვანმა რეაქციებმა. ნაწილი მიიჩნევს, რომ არაფრით შეიძლება გაურკვეველი წარმომავლობის ვაქცინის ბავშვებში დანერგვა, ნაწილს კი პირიქით - ბავშვების აცრა პანდემიის დასრულების ერთადერთ საშუალებაც მიაჩნია. ზოგი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ სასურველია მოზარდები უფრო მცირე ასაკიდან ჩავუტაროთ ვაქცინაცია, როგორც ეს რიგ ქვეყნებში უკვე ხდება.
ამ საკითხზე იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში 5 წლიდან ბავშვებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა ჯერჯერობით არ განიხილება:
„5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი რამდენიმე თვე განხილული არ იქნება; აშშ-მ ახლა დაიწყო ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია და სულ რამდენიმე ქვეყანა ატარებს ამ აცრას. შესაძლოა ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგეს და არავინ ამბობს, ვაქცინაციის მინიმალური ასაკი სულ 12 წელი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებთ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.