TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

შეღავათები მასწავლებლებს - სად და როგორ შეძლებთ დაწესებული პრივილეგიებით სარგებლობას
14-11-2021
-
+


პედაგოგებს სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათები ეკუთვნით, თუმცა მასწავლებლების ნაწილს კუთვნილ პრივილეგიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, კორპორატიული ნომრით, რომელიც თითოეულ პედაგოგს ეკუთვნის, ყველა არ სარგებლობს.

პედაგოგს კორპორატიული ნომერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცემა, შეღავათიანი ტარიფი კი საკმაოდ მიმზიდველია, მასწავლებლები ერთმანეთთან დარეკვისას სრულიად უფასოდ საუბრობენ, სხვა ქსელზე დარეკვის შემთხვევაში კი მათ ანგარიშიდან ძალიან მცირე თანხა ეჭრებათ (ზარის წამოწყება 5 თეთრი, შემდეგი 30 წუთი კი უფასო). თუ ამ შეღავათით ჯერ კიდევ არ სარგებლობთ, სკოლის ბუღალტერს მიმართეთ და კუთვნილი კორპორატიული ნომერი მოითხოვეთ.

ჯანმრთელობის დაზღვევა - მასწავლებლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არიან დაზღვეულნი, თუმცა მათზე განსხვავებული სადაზღვევო პაკეტი მოქმედებს. პედაგოგს შეუძლია ერთდროულად როგორც კერძო, ასევე საყოველთაო დაზღვევით ისარგებლოს. სახელმწიფო დაზღვევით მასწავლებლისთვის სამედიცინო მომსახურების 70-100%-ით ფინანსდება. სამედიცინო დაზღვევის მისაღებად მასწავლებელს გარდა კლინიკაში ანკეტის გახსნისა, სხვა არაფერი მოეთხოვება. სამედიცინო პუნქტების ბაზაში პედაგოგის სტატუსი ისედაც ჩანს, თუმცა გაურკვევლობის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მგზავრობის განსხვავებული ტარიფი - პედაგოგებს დედაქალაქის მერია შეღავათიან სამგზავრო ბარათებს გადასცემს, რომლის უპირატესობაც ისაა, რომ მასწავლებლები ავტობუსებსა და მეტროში 50-ის ნაცვლად 20 თეთრად მგზავრობენ. ზოგ რეგიონში კი პედაგოგების მგზავრობას მუნიციპალიტეტები სრულად აფინანსებენ. იმისთვის, რომ პედაგოგებმა მგზავრობის საშეღავათო ტარიფით ისარგებლონ, მიცკევიჩის ქ. N29 უნდა მიბრძანდნენ და სამგზავრო ბარათი აიღონ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეღავათი ქალაქის მერიისგანაა დაწესებული, ამიტომ სამგზავრო ბარათის ასაღებად აუცილებელია მასწავლებელი თბილისში იყოს რეგისტრირებული. რეგიონებში შეღავათის მისაღებად კი პედაგოგმა მუნიციპალიტეტებს უნდა მიაკითხონ.

შეღავათიანი ინტერნეტი - დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებლეს კიდევ ერთი შეღავათი შესძინა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელს, ისარგებლონ 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტპაკეტით შეღავათიან ფასად - 10 ლარად. მასწავლებლები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ. პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge პირადი ნომრის მითითებით ტელეფონის იმ ნომრების დარეგისტრირება, რომლებზეც პაკეტი უნდა გააქტიურდეს.

გარდა ამისა, ბანკებს პედაგოგებისთვის განსხვავებული შეთავაზებები აქვთ, შეიძლება ითქვას, მასწავლებლებს სტაბილური შემოსავლის გამო ენდობიან და სხვადასხვა საშეღავათო პაკეტს სთავაზობენ. 

ასევე შეღავათად შეიძლება ჩაითვალოს ანაზღაურების გარეშე ერთწლიანი შვებულების უფლება სამუშაო ადგილის შენარჩუნებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს 6 წელიწადში ერთხელ შეუძლია, 1 წელი დაუთმოს კვალიფიკაციის ამაღლებას ისე, რომ არ იმუშაოს, მაგრამ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი.


იხილეთ ასევე: რომელი სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ პედაგოგები და რა შეღავათები აქვთ სამედიცინო მომსახურეობაში?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება