მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემაჯამებელი და კომპლპლექსური დავალებები - ორივე მოსწავლეთა ცოდნის განმსაზღვრელი ნამუშევარია, თუმცა რა განსხვავებაა ამ ორს შორის, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. კომპლექსური დავალებებები, ეტაპობრივად, შემაჯამებელ დავალებებს ანაცვლებს, შესაბამისად, მოსწავლეთა ცოდნის დადგენაც განსხვავებულად მოხდება.
შემაჯამებელი დავალების მთავარი მიზანია, დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, შეაფასოს მათი როგორც დაბალი, ისე მაღალი სააზროვნო უნარები, რის შემდეგაც მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. შემაჯამებლებისთვის პედაგოგები მოსწავლეებისთვის, ძირითადად, ტესტურ დავალებებს ამზადებენ. ბავშვების ცოდნის დასადგენად ისინი ღია და დახურულ კითხვებს იყენებენ.
ტესტური დავალებები უნდა იყოს არაერთფეროვანი: მრავალი არჩევითი პასუხით, დავალება ღია დაბოლოებით, ილუსტრაციებზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი და ა.შ. შემაჯამებელ დავალებებს მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ და ისინი საკუთარ ცოდნას გადმოსცემენ ერთ რომელიმე საგანში.
კომპლექსური დავალება კი განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს შესაბამის კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტში შემაჯამებელი დავალება კომპლექსურ დავალებად მოიაზრება, სადაც მხოლოდ ტესტებით მოსწავლეთა ცოდნის დადგენა მიუღებელია.
„შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები“. - წერია დოკუმენტში.
მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუ ის არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.
თუ შემაჯამებელი დავალებები მოსწავლისგან მხოლოდ კითხვებზე მშრალ პასუხს მოითხოვდა, ამჯერად, მოსწავლეებს თემის ფართოდ დამუშავება უწევთ, სწორედ სიღრმისეულ გააზრებასა და ცოდნის ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებას მოითხოვს კომპლექსური დავალებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.