სიახლეები
ინტერვიუ

„კიდევ ერთი შანსი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომელიც წლებია სკოლაში ასწავლის“ - უჩხოს საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2021
-
+


27 წელია მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგას; 18 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის, უჩხოს საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე სკოლაში მასწავლებლად შეაბიჯა და პროფესიისთვის არც ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უღალატია - ახლაც, დაწყებით კლასებს ბიოლოგიას ასწავლის და მიიჩნევს, რომ დირექტორი სწორედ ამ პროფესიიდან უნდა მოდიოდეს. რატომ? - ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს - ასეთ დროს უკეთ იცი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა, უსიტყვოდ გრძნობ თითოეული მასწავლებლისა თუ მოსწავლის საჭიროებას და რაც მთავარია, მეტად აფასებ მასწავლებლების იმ ტიტანურ შრომას, რომელსაც მოსწავლეებთან მუშაობისას სწევენ.

მოხარულია, რომ აქვს არა მხოლოდ პედაგოგიური კოლექტივის, არამედ მოსწავლეების ნდობა და ცდილობს, მათ იმედები არასოდეს გაუცრუოს. მიუხედავად იმისა, ამჟამად უჩხოს სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა, პედაგოგები თავს არ ზოგავენ, უსაყვარელს მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლება.


რა გზა განვლო დირექტორობამდე, როგორები არიან თანამედროვე ბავშვები და რატომ მიიჩნევს, რომ ღვაწლმოსილი, ამაგდარი პედაგოგები სკოლიდან არ უნდა გავუშვათ? - ამ და სხვა აქტუალრ კითხვებზე პასუხებს უჩხოს საჯარო სკოლის დირექტორის, მერი თავართქილაძის ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- ქალბატონო მერი, როგორია თქვენი სასკოლო ისტორია?

- სკოლაში 1994 წლიდან ვარ. სკოლის დირექტორობამდე რიგითი მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ დირექტორის მოადგილე და უკვე 18 წელია, დირექტორი ვარ. პარალელურად, დაწყებით კლასებს ბუნებას ვასწავლი და ალბათ, როგორც ყველა დირექტორს მეც ათი საათი მაქვს.

- თქვენი აზრით, კარგი დირექტორობის ფორმულა რა არის?

- იცით, ძალიან კარგია, დირექტორობამდე მასწავლებელი რომ ვიყავი. იმისთვის, რომ კარგი მენეჯერი იყო, ყველაფერს პედაგოგის თვალით უნდა შეხედო. ალბათ, ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებთან იმიტომ მქონდა და მაქვს კარგი ურთიერთობა, რომ ყველა გასაჭირი, ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში, ერთად გამოვიარეთ; ჯერ უნდა გაიგო, როგორია მასწავლებლობა და შემდეგ ახვიდე მაღალ საფეხურზე, რათა საქმე სრულფასოვნად შეასრულო.

არ ვამბობ, რომ ადამიანი ვალდებულია მასწავლებელი იყოს, მაგრამ რადგან მე ასეთი გამოცდილება მაქვს, ვფიქრობ დირექტორობის და შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის სასკოლო ცხოვრებაში სრულყოფილად უნდა იყო ჩახედული.

- ამბობთ რომ ოცდაშვიდი წელია, რაც მოსწავლეების აღზრდა-განათლებისთვის იღვწით. რას იტყვით ახალი თაობის მოსწავლეებზე?

- ჩვენი და ძველი თაობისგან განსხვავებით, ახლანდელი ბავშვები უფრო თავისუფალი აზროვნებისანი არიან. ძალიან მარტივად შეუძლიათ დიალოგში, კონტაქტში შემოსვლა და ეს თანამედროვე მოსწავლეებში ძალიან მომწონს. ჩემი საგნის კუთხიდან რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ვასწავლით და ამ ბავშვებისთვის ბუნება უცხო არ არის, ძალიან დიდ ყურადღებას და ინტერესს იჩენენ. გაკვეთილებს ხშირად ვატარებთ ბუნებაში და ვიზუალური მასალების ყურებისას უცებ ითავისებენ, ყოველ დეტალს უკვირდებიან.

- ქალბატონო მერი, პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ სწავლებაზე რომ გადახვედით ეს როგორ აისახა თქვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებზე?

- ონლაინ სწავლება რომ არ არის საუკეთესო, ალბათ, ყველა დამეთანხმება, მაგრამ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა... თუმცა ვიმეორებ - კლასში ყოფნისას ისეთ შედგებზე გავდივართ, რაც დისტანციურის დროს მიუღწეველია. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ მხოლოდ სატელეფონო ინტერნეტით ვსარგებლობთ, რაც არაერთ ხარვეზთანაა დაკავშირებული. აქვე შეუძლებელია არ ავნიშნო მოსწავლეთა მშობლების დამსახურება -  მხარში ისე გვიდგანან, გაკვეთილების დროს, ვერც ერთ ბავშვს ვერ ნახავთ ჩართულობის გარეშე და ამაში ლომის წილი მშობლებს მიუძღვის.

იმედია, მალე დავუბრუნდებით მშობლიური სკოლის კედლებს, ბავშვების გარეშე იქურობა წარმოუდგენელია. 

- ისევ პანდემიას რომ დავუბრუნდეთ, რადგან მაინც რთული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში... ექიმის კაბინეტი თუ გაქვთ სკოლაში?

-  სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს, თუმცა ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქმის კურსშია და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში ეს საკითხიც მოგავრდება. ამჟამად მხოლოდ საიზოლაციო ოთახი გვაქვს, როგორც ალბათ ყველას. ექიმის კაბინეტი, ჩემი აზრით, პანდემია რომც არ იყოს, აუცილებელია, რადგან სოფელში ვცხოვრობთ და მკაცრი ზამთრის პირობებში, შეიძლება,  გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს. მინდა ვთქვა, რომ სკოლის თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ერთის გარდა, რომელსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და ვაქცინაციას ამიტომ ვერ ახერხებს. მძღოლებიც კი აცრილები არიან.

- ქალბატონო მერი, ელექტრონულ ჟურნალზე რას ფიქრობთ და მოსწავლეების მშობლებიც თუ იყენებენ?

- ელექტრონულ ჟურნალთან წინა სასწავლო წელსაც გვქონდა შეხება. წლევანდელ სასწავლო წელს ჩვენი პედაგოგები ამ მხრივ უკვე მომზადებულები შეხვდნენ და თავისუფლად შევუდექით ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას. მასწავლებლებიც შეეგუვნენ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება, ასე თუ ისე, ყველას აქვს. ვინმეს თუ გაუჭირდება ან რაიმეს ვერ გაიგებს სკოლაში გვყავს ოპერატორი, რომელიც მასწავლებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მშობლებს რაც შეეხება კი არის ნაწილი, რომელიც ძალიან კარგად იყენებს ამ შესაძლებლობას, თუმცა არის კატეგორია, საერთოდ ვერ იყენებენ.

- თავადაც პედაგოგი ბრძანდებით და აქვე გკითხავთ პედაგოგების კომპეტენციების შესახებ...

- სკოლაში ოცდაერთი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ ხუთ მათგანს თითო გამოცდა აქვს ჩაბარებული და მხოლოდ 1 გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ. ჩემი აზრით, ადამიანი როდესაც ამდენი წელია სკოლაში მასწავლებლად არის, მას კიდევ ერთი შანსი აუცილებლად უნდა ჰქონდეს... მით უმეტეს, როდესაც კადრების დეფიციტია. მომდევნო სემესტრში თუ მოგვიწია ვაკანტური ადგილების გამოცხადება მასწავლებლებს სხვებით ფიზიკურად ვერ ჩავანაცვლებთ. სოფლებში კადრების დეფიციტი ნამდვილად არის... თუმცა, რა მოხდება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჩემთვის ჩემი ყველა პედაგოგი საკუთარი ოჯახის წევრივით არის.

- თქვენი, როგორც დირექტორის სურვილი რა არის? რას ეტყოდით პედაგოგებს?

- უპირველესად ყველას მშვიდობას ვუსურვებ. მინდა პანდემია მალე დასრულდეს და სკოლაში ისევ ისეთი კისკისი, ფუსფუსი და მხიარულება იყოს, როგორც ადრე; რაც შეიძლება ბევრი სტუდენტი და წარჩინებული მოსწავლე გვყავდეს. სულ 65 მოსწავლე გვყავს ამჟამად და თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პედაგოგებს კი ვეტყოდი, რომ სიახლეებს არ უნდა შეუშინდნენ და ყოველთვის იბრძოლონ! შესაძლოა მოძველებული ფრაზაა, მაგრამ მომავალი თაობის აღსაზრდელად ყველაფერი უდიდესი შემართებით უნდა გავაკეთოთ. როგორც საკუთარ ოჯახებზე ვზრუნავთ, ისევე უნდა ვიზრუნოთ სკოლაზე, თითოეულ მოსწავლეზე. არ უნდა შეგვაშინოს არც სიახლეებმა და არც თანამედროვე ტექნიკამ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება