სიახლეები
სკოლები

„ჩვენი სკოლის თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილია“- ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
12-11-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

მას შემდეგ, რაც სწავლა დასწრებით ფორმატში დაიწყო, სკოლაში დისტანციურზე გადასვლის საჭიროება არ ყოფილა, რადგან კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პედაგოგთა უმრავლესობა ვაქცინირებლია და ყველა შესაბამის რეკომედაციასა და რეგულაციას იცავს. 

ასევე იქცევიან მოსწავლეებიც - ატარებენ პირბადეს, იცავენ დიტანციას და იტარებენ თერმოსკრინინგს.

სკოლაში დასწრებული სწავლების პარალელურად, პედაგოგები ელექტრონული ჟურნალის წარმოებას წარმატებით ახერხებენ.

„4 ოქტომბრიდან დასწრებულ ფორმატში ვსწავლობთ, არანაირი შეფერხება არ გვაქვს. არ გამოვლენილა კორონავირუსის შემთხვევა, არც მასწავლებლებში და არც მოსწავლეებში. ჩვენი სკოლის თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და რეგულაციების დაცვასაც კარგად ვახერხებთ - დისტანცია იქნება, თერმოსკრინინგი თუ პირბადის ტარება. არ გვინდა, რომ მოგვიწიოს დისტანციურ  სწავლებაზე გადასვლა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ,რა თქმა უნდა, მასწავლებლებსაც ,მოსწავლეებსაც და მშობლებსაც სკოლაში სიარული ურჩევნიათ . რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალს, შარშანდელთან შედარებით ჩვენი სკოლა წარმატებით ახერხებს წარმოებას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება