სიახლეები
სკოლები

„პატარებმა ხოტბა შეასხეს ხმატკბილ ქართულ ენას“ - ჭიათურის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-11-2021
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა ასმათ ქაშაკაშვილმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ერთხელ დაბადებული ქართველი ბავშვი მეორედ მაშინ იბადება, როდესაც იაკობ გოგებაშვილის „დედაენას აიღებს ხელში და იტყვის „აი იაო“. მეორედ დაბადების ტოლფასი დღე იყო მ/წ 2 ნოემბერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლის I კლასში. მიუხედავად პანდემიისა, რეგულაციების დაცვით, ანბანის შემობრძანება იზეიმეს პატარები, საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში ანბანის „ოქროს გასაღებს „აი იას“ შეხვდნენ. ხოტბა შეასხეს ხმატკბილ ქართულ ენას. მრავალჭირვარამგადანახად მშობლიურ ანბანს, დედაენის შემოქმედს და სურნელოვანი იის ნექტარიც იგემეს, მერე საკლასო ოთახიდან ღია სივრცეში გადაინაცვლეს და გიორგობისთვის ღუზღუზა მზით გამთბარ ზეცაში იისფერ ბუშტებს თავიანთი ბავშვური ოცნებები გაატანეს შეძახილით „აი იაო…“, აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება