სიახლეები
სკოლები

„მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ უნდა აშენონ ქვეყანა, სადაც ელიოზი არ იქნება მშიერი“- თბილისის N62 სკოლაში პროექტი - „ქვეყანა ჭრელია“, ჩატარდა
12-11-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, პედაგოგ ლიზი ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ქვეყანა ჭრელია“, ჩატარდა.

მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით, ადამიანთა დარღვეული უფლებების მაგალითები გამოკეთეს.

პროექტში მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„ქვეყანა ჭრელია, უამრავი ინდივიდისგან შედგება, მთავარი დაცული უფლებაა, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს თავისუფლებას. სასკოლო პროექტის - „დაცული უფლებები შენი თავისუფლებაა“, ფარგლებში მენტორმა მასწავლებელმა, ლიზი ნიჟარაძემ, მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი „ქვეყანა ჭრელია“. 
პიროვნება საზოგადოებასა და სამყაროში მუდმივად ეძებს საკუთარ ადგილს, ძიებისას უამრავ პრობლემას აწყდება: განდევნას, უარყოფას, ძალადობას. მათგან მხოლოდ მცირედი პოულობს საკუთარ ადგილს, ხვედრს, აღასრულებს მისიას და პირნათელი მიდის იმქვეყნად. კვალის დატოვებას, ნიჭის გამოვლენას, საკუთარი მისიის აღსრულებას ხშირად ხელს უშლის სხვადასხვა მიმართულებით დარღვეული უფლებები, რაც კარგად გამოიკვეთა გიორგი ლეონიძის ნაწარმოებში „ნატვრის ხე“. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებების ცხოვრების გაცნობისას მოსწავლეებმა გამოკვეთეს ადამიანთა დარღვეული უფლებები: ფსიქოლოგიური ძალადობა (ფუფალა), ფიზიკური ძალადობა (მარიტა), ომი (დეიდა მაიკო), შეუსაბამო გარემო (თაღრია), სიღარიბე (ელიოზი) და სხვ.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა იფიქრეს, იმსჯელეს, განიხილეს პერსონაჟთა სახეები და მათი საცხოვრებელი გარემო, საზოგადოება, პრობლემები, გულით შეიყვარეს ლეონიძისეული სამყარო, გახდნენ პერსონაჟთა გულშემატკივრები და დაასკვნეს, რომ უნდა აშენონ ქვეყანა, სადაც ელიოზი არ იქნება მშიერი, სადაც არ იქნება ომი, რომ ცრემლი არ ჰქონდეს თვალზე დეიდა მაიკოს, სადაც ყველა იქნება თანასწორი, არ დასჭირდებათ ჭერმის ხეების გაყიდვა, პატივს სცემენ ფუფალას, არ გაწირავენ მარტოობისთვის, სადაც გუთნისდედა თავისი შრომის ნაყოფს დამსახურებულად და ღირსეულად მიითვლის....
პრეზენტაციამ და მუშაობის პროცესმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 
ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“,- წერს ლიზი ნიჟარაძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება