სიახლეები
სკოლები

„კომპლექსური დავალებების მიმართ დადებითად ვართ განწყობილნი“- ქნარიკ ჩივჩიანი, ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი ქნარიკ ჩივჩიანი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივი რიტმით მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის, ვართ სწავლების დასწრებით ფორმატზე. მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არის ჩვეულებრივი.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- ჩვენ კომპლექსური დავალებების მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ვინაიდან აღნიშნული დავალებები მასწავლებელსა და მოსწავლეებს განვითარებაში დაეხმარება.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- პანდემიის ამ მძიმე პირობებში, ჩვენი სკოლა კვლავაც ახორციელებს ღონისძიებებს, კერძოდ: ტოლერანტობა, ქცევის მართვა და სხვა.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- ვინაიდან, ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა გაცდენა არ არის მასშტაბური, ჩვენ მსგავსი პრობლემა არ გაგვაჩნია და თუ მსგავსი პრობლემის წინ ავღმოჩნდით, ჩვენ მოსწავლეების დასწრების მიზნით, ყოვლად შესაძლებელია, რომ გამოვიყენოთ შაბათი დღე.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- ჩვენს სკოლაში აცრილ მასწავლებელთა რაოდენობაა 10, ხოლო მშობლების ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. 

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება