მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა. სულ რამდენიმე დღეა სასწავლო პროცესი ახალ შენობაში მიმდინარეობს. მშენებლობის დეტალების, ისტორიისა და ემოციების შესახებ, რაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტადარტების მქონე შენობაში გადასვლისას გაუჩნდათ, Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი თამარ მერაბიშვილი ესაუბრა.
- სკოლის შენობა მთლიანად ახალია, ევროპული სტანდარტებითა აშენებული და 150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო დაგეგმილი. ძალიან კარგად და ხარისხიანად აშენებული სკოლაა, რომელიც პირველი შემოწმებისთანავე ჩაიბარეს და არანაირი ხარვეზი არ ჰქონია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველანაირი ინვენტარით სრულად უზრუნველგვყო. ყველაფერი ახალი შეგვიძინა.
- როგორი იყო მოსწავლეებისა და მასწავლების ემოციები, როდესაც ახალ სკოლაში გადახვედით?
- რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერია, ასეთ გარემოში სწავლაც და მუშაობაც ორმაგად სასიამოვნოა. მოუთმენლად ველოდით მშენებლობის დასრულებას და ზუსტად ისაა, რაზეც ვოცნებობდით. ყველა ბავშვი იმსახურებს, რომ უსაფრთხო გარემოში სწავლობდეს და ყველა მასწავლებელი, რომ ფასდაუდებელი შრომის სანაცვლოდ, შესაფერისი გარემო და რესურსები ჰქონდეთ.
- უსაფრთხო გარემო ახსენეთ, ამის გამო დადგა ძველი სკოლის შენობიდან გადასვლის აუცილებლობა?
- დიახ, ძველ შენობაში ვსწავლობდით, რომელიც იყო ავარიული. ამის გამო შენობის ერთი ნაწილი გადაკეტილი იყო და საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ძველი სკოლის შენობა 360 ბავშვზე იყო გათვლილი, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა, რაც სრულიად საკმარისია ჩვენი კონტიგენტისთვის. ადრე მეზობელი სამი სოფლიდანაც ჩვენს სკოლაში დადიოდნენ ბავშვები. ახლა იქ ყველგან სკოლა გაიხსნა, შესაბამისად აღარ იყო რაოდენობრივად ამდენ ბავშვზე გათვლილი სკოლა საჭირო. მაქსიმუმ შეიძლება 120 მოსწავლე გვყავდეს. სკოლასთან გაკეთდა მინი სტადიონიც, თუმცა გაცილებით დიდი, ვიდრე სტანდარტული მინი სტადიონი შეიძლება იყოს.
- რამდენ ხანს გაგრძელდა სკოლის მშენებლობა?
- ახალი სკოლის მშენებლობა წელიწადნახევარი მიმდინარეობდა. თითქმის 5 წელია, რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ. როცა მოვედი და ვნახე როგორი პრობლემებიც იყო, ყველა ძალა და ღონე ვიხმარე, გამოსასწორებლად. დირექტორობის პირველი დღიდანვე დავიწყე ამ პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისად ნაბიჯების გადადგმა. გვერდით დამიდგა რესურსცენტრის უფროსი, გუბერნატორი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, რომ განათლების სამინისტროსთან მიეტანა ჩვენი თხოვნა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოღო და დღეს, ახალ სკოლაში ვართ.
- მინდა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზეც გკითხოთ. როგორ ართმევთ თავს სირთულეებს?
- იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საერთო გადაწყვეტილებით სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიოდნენ, ჩვენ საკლასო ოთახებში სწავლა არ შეგვიწყვიტავს. მათ შორის, არც მიმდინარე სასწავლო წელს. ვიცავთ ყველანაირ რეგულაციასა და რეკომენდაციას, ჯარივით ვდგავართ მასწავლებლებიც და დირექციაც, რომ არაფერი გამოგვეპაროს, რაც შედეგსაც გვაძლევს და შეუფერხებლად ვსწავლობთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა