სიახლეები
სამასწავლებლო

„შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“-გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბოცვაძე
12-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბოცვაძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ამ ეტაპისთვის ჰიბრიდულ სწავლებაზე ვართ, ეპიდვითარებიდან გამომდინარე ერთი კლასი იზოლაციაში იყო. 8 ნოემბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. მშობლის განცხადების თანახმად სამი მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. მოსწავლეები და მშობლები კოვიდრეგულაციების შესახებ ინფორმირებულები არიან. კლასის ხელმძღვანელები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მშობლებთან კავშირს ამყარებენ; სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ხსნარებით მუშავდება ოთახები და დერეფანი.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჯერ ჩართული არ არის, შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიებების მხრივ შეზღუდულები ვიყავით. ნოემბრის თვეში ღია ცის ქვეშ (დისტანციის დაცვით) შემოდგომის ზეიმის ჩატარებას ვგეგმავთ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- დასწრებით სწავლებასთან ერთად დისტანციური სწავლების დროს გავლილ მასალას ვანმტკიცებთ, აქედან გამომდინარე შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კოვიდ-19-ზე ორ კვირაში ერთხელ ტესტირება უტარდებათ; ვაქცინირებულ პირთა პროცენტული შემადგენლობა 52%-ია.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება