სიახლეები
სკოლები

„მადლობა ყველა იმ პედაგოგს, რომელიც გვერდში გვედგა“ - ლეცავეს საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
12-11-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - გიორგი ბასილაიას, ბარბარე სხულუხიას და რეზო ფირცხალავას კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

გიორგი ბასილაია აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციურ სამადლობელ წერილს ავრცელებს:

„როგორც ამბობენ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია და დიახ ჩვენ შევძელით! მაგრამ არ შედეგში მარტო ჩვენ არ მოვისაზრებით. ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც თორმეტი წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ვისაც ამაში ოდნავი წვლილი მიუძღვის, ყველა იმ პედაგოგს, რომელიც გვერდში გვედგა და გვამხნევებდა, ყველას ვინც აქ მუშაობთ და ცდილობთ წარმატებისკენ გზა გაგვიკვალოთ. მუდმივად გვემახსოვრება ადამიანები, რომლებსაც ჩვენს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის! მადლობა კიდევ ერთხელ, გვიყვარხართ და გაფასებთ“, - წერს წარჩინებული კურსდამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება