მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა დასტურდება, ინფიცირებულთა შორის, რა საკვირველია, მასწავლებლებიც არიან. ვირუსის დადასტურების შემდეგ ყველა პირი ვალდებულია, მკაცრად დაიცვას იზოლაციის წესები მიუხედავად იმისა, სიმპტომიანია თუ უსიმპტოპმო. შესაბამისად, მასწავლებლებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ.
კოვიდინფიცირებული მასწავლებლების ნაწილი, ვისაც ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს, გაკვეთილებს დისტანციურად ატარებს, თუმცა პედაგოგებს კოვიდის დადასტურების შემდეგ გაკვეთილების ჩატარების ვალდებულება არ აქვთ - მათ ბიულეტინი ეკუთვნით. კოვიდის დადასტურების შემდეგ მინიმუმ 10-13 დღე მასწავლებელი იზოლირებული უნდა იყოს.
აუნაზღაურდება თუ არა პედაგოგს იზოლაციის დროს გაცდენილი საათები?
მასწავლებელს სამედიცინო ფურცლის წარდგენის შემდეგ გაცდენილი საათები სრულად აუნაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო პედაგოგს სამსახურში წარსადგენად COVID-ინფიცირების შესახებ ცნობას გაუგზავნის.
სტაციონარში მოთავსებულ პედაგოგზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი (მკურნალობის პროცესში ჩართული) ონლაინ-კლინიკა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან მასწავლებელს ბიულეტინი სრულად უნაზღაურდება. ბიულეტენის ანაზღაურებისას, ერთად ითვლება როგორც პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ასევე დანამატები და ზეგანკვეთური ანაზღაურება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.