სიახლეები
სამასწავლებლო

„ჩვენი სკოლის შემთხვევაში შაბათის სასწავლო დღედ გამოცხადების აუცილებლობა არ არის“- თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
15-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე  მიმდინარეობს დასწრებული ფორმით. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მშობელთა და მოსწავლეთა განწყობას თან ახლავს სიფრთხილით შეზავებული პასუხისმგებლობის განცდა, რეგულაციების გათვალისწინებით გამოწვეული გარკვეული შეზღუდულობის ფონზე მოტივაციის შენარჩუნებისთვის გარკვეული ძალისხმევა, როგორც მშობლების ასევე მოსწავლეების მხრიდან. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- სიახლე - „კომპლექსური დავალებები“, სასკოლო ცხოვრებაში გარკვეული მსჯელობის და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა; თუმცა, ამ საკითხს ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა გაგებით მოეკიდა. არც მშობლებს გამოუხატავთ უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოსაწონია დავალებების ეს ფორმატი ამაზე მსჯელობა უფრო მიზანშეწონილი იქნება დაკვირვების, მიღწეული შედეგების განხილვისა და გაანალიზების შემდეგ. 

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- პანდემიიდან გამომდინარე, სკოლაში ღონისძიებები გარკვეული შეზღუდვებით ტარდება, თუმცა განსაკუთრებულ დღე – ზეიმებს აუცილებლად მოკრძალებულად, მაგრამ მოსწავლეებისთვის მაინც სახალისოდ აღვნიშნავთ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?  

- ჩვენი სკოლის შემთხვევაში შაბათი დღის სასწავლო დღედ გამოცხადების აუცილებლობა არ არის, რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია; ყველა მოსწავლესთან ვახერხებთ შედეგიან მუშაობას, როგორც დისტანციური, ასევე დასწრებული ფორმით. ამ საკითხში დიდი წვლილი აქვთ მშობლებსაც, იმ კუთხით, რომ მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ინტერნეტით, ციფრული ტექნოლოგიებით და ყველა იმ რესურსით რაც სწავლისთვის აუცილებელია.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა 14%–ია ვაქცინირებული, ხოლო მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებელია 16%. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ვიმედოვნებ ახლო მომავალში ეს პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება