სიახლეები
სიახლეები

მომავალი პედაგოგებისთვის - 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით კვირეული გაიმართება
15-11-2021
-
+


15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია - მომავალი პედაგოგის ფარგლებში სტუდენტური ღონისძიებები რამოდენიმე ქალაქში გაიმართება. ინიციატივა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და 6 პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით ჩატარდება. 

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, რომელიც მე-5 წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიებიც დააწესა იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. კამპანიის მიზანია გახადოს მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი, პოპულარიზაცია გაეწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას, ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები.
ერთკვირიანი აქტივობების ფარგლებში  დაგეგმილია ვორქშოფები, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ასევე, სხვადასხვა სკოლებში. ღია გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოჩენილი მასწავლებლები, გამარჯვებული დირექტორები და განათლების ექსპერტები ჩაატარებენ. კამპანიის ფარგლებში ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავად დაგეგმონ საინტერესო ღონისძიებები და ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამასთან ერთად, კვირეულის ფარგლებში სტიპენდიანტთა კლუბის პრეზენტაციაც იგეგმება, რომელიც 6-ვე უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს.

ფონდის სასტიპენდიო პროექტის შესახებ: მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიებით დაფინანსების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. აღნიშნული პროგრამა 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ეს უნივერსიტეტებია: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტი   და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯამში, მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიას მაღალი მოსწრების 60-მდე სტუდენტი იღებს.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება