მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება შეუძლიათ და ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ვაქცინაციის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა.
„კომიტეტის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 9.4 მილიონს შეადგენს, 5-11 წლის ასაკის 1.2 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს, ამიტომ ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში „კოლექტიური იმუნიტეტის“ მიღწევა საეჭვოა იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.