სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სპორტული მიღწევები
15-11-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წამოწყებას - „სპორტი ჩემს სკოლაში“, შეუერთდა. 

ალერტკარის სკოლა თავის მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებს გვიზიარებს.

„სკოლა შეუერთდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წამოწყებას „სპორტი ჩემს სკოლაში“.

სკოლის სპორტული მიღწევები შთამბეჭდავია:

2014 წელს პირველად გახდა რაიონის ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის, ხოლო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში უცვლელად 2016-2019 წლებში ჩემპიონია ვაჟთა შორის.

2017 წელს დაიკავა II ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით.

2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით II ადგილი.

მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი 2016-2019 წლების უცვლელი ჩემპიონია სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

2018 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე გახდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონი.

2019 წელს მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს პირველობაზე ქ. ქუთაისში. IV ადგილი.

2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი III ადგილი.

გოგონათა და ვაჟთა გუნდები მაგიდის ჩოგბურთში 2017 წელს მონაწილეობდა საქართველოს პირველობაზე სპორტსკოლებს შორის ქ. თბილისი.

2018 წელს მონაწილეობდა აბაშის ღია პირველობაზე ქ. აბაშა.

2018 წელს მონაწილეობდა საქართველოს თასზე  ქ. ოზურგეთი.

2019 წელს მონაწილეობდა  საქართველოს თასზე ქ. ქუთაისი

2018 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის მასშტაბით IV ადგილი.

2019 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე გეზრბენი, IV ადგილი.

სკოლაში სპორტის პოპულარული სახეობებია: მაგიდის ჩოგბურთი, მინიფეხბურთი, გეზრბენი. ახლა დაიწყო ხელბურთის გუნდის მომზადება.სკოლა მცირეკონტიგენტიანია  და მთელი რიგი კლასები 100%-ით არიან ჩართულნი სპორტულ შეჯიბრებებში.

სკოლა სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითონაც აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს. 2018-2019 წლებში ზუგდიდის მერიის სპორტის სამსახურთან შეთანხმებით, მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა სოფლის ღია პირველობა ანატოლი ესებუას სახელობის თასზე.

მიღწეული შედეგების გამო ზუგდიდის მერიის სპორტის სამსახურმა 2018 წელს სკოლას საჩუქრად მაგიდის ჩოგბურთის ორი მაგიდა გადასცა.

სკოლაში სპორტსა და ფიზიკურ აღზრდას ასწავლიან: ნუკრი ბერიშვილი და მურთაზ ლაგვილავა სპორტის უფროსი მასწავლებლები.

სკოლის მოსწავლეების შედეგები თვალსაჩინოა, კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ. წარმოგიდგენთ ფოტო მასალას და ვიდეო კოლაჟს სპორტულ მიღწევებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება