სიახლეები
სკოლები

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“- თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გამოფენა
15-11-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, მავნე ჩვევების შესახებ, თავიანთი ნამუშევრები დერეფანში გამოფინეს. 

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“- მოსწავლეები სწორედ ამ ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ არა ეთქვათ ნებისმიერი მავნე ჩვევისთვის. 

მოსწავლეებმა, ასევე, მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, სწრაფი კვებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობისა და დამოკიდებულების შესახებ.

მათი დამრიგებელი პედაგოგი ანა ურუშაძეა.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობები გაგრძელდება.

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“, ამ ლოზუნგით მოაწყვეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა დერეფანში. ჩვენმა ბავშვებმა პლაკატებისა და საინტერესო პოსტერების ფორმით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ადიქციის მწვავე შემთხვევების მიმართ. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, სწრაფი კვებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ და იმ ზიანზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც ეს მავნე ჩვევები აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. საინტერესო და ორიგინალური ფორმებით გადმოცემული სათქმელი მეექვსე კლასელებმა საკუთარი ხელით გამოფინეს და ჯანსაღი ცხოვრების კუთხე მოაწყვეს. ჩვენ ყველა ერთად ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას და უარს ვეუბნებით მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებს. ერთად ჯანსაღი და წარმატებული მომავლისთვის, სწორედ ამას ისახავს მიზნად აღნიშნული პროექტი, რომელიც გაგრძელდება და მეტ საინტერესო აქტივობას გვპირდება“,- წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


წინასაახალწლოდ სკოლაში ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება