სიახლეები
სკოლები

თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მწერალ შორენა ლებანიძეს უმასპინძლეს
15-11-2021
-
+


თბილისის N149 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მწერალ შორენა ლებანიძეს შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრა სკოლის სააქტოდარბაზში გაიმართა. საინტერესო შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რა დროსაც მოსწავლეებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„ქალბატონი შორენა პროფესიით ჟურნალისტია, იგი ოთხმოცდაათიან წლებში იყო პირველი ქართული დამოუკიდებელი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. წერდა იმ პერიოდში შექმნილი ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ამსახველ პუბლიცისტურ სტატიებს, ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს და რეპორტაჟებს კონფლიქტის ზონებიდან, აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებებს, ეხმაურებოდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. შესაბამისად, მისი წიგნების ერთ-ერთ ძირითად თემად სწორედ ეს მოვლენები იქცა. სკოლაში სტუმრობისას მან ისაუბრა თავისი შემოქმედების ძირითად მიმართულებებზე, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და მათი როლი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებიც ჩაერთნენ, დასვეს საინტერესო კითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და თვითმმართველობის მიერ ჩამოყალიბებული ლიტერატურული კლუბის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პუნქტად ქალბატონი შორენას წიგნების განხილვა და მასთან მომდევნო შეხვედრის დაგეგმვაც შეიტანეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


წინასაახალწლოდ სკოლაში ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება