სიახლეები
სკოლები

„სკოლას შენი სახით ძლიერი პედაგოგი დააკლდა“- წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ზარქუა გარდაიცვალა
15-11-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ზარქუა გარდაიცვალა. 

სკოლა დიდ მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს როგორც მის ოჯახს, ასევე ყველა მოსწავლესა და სასკოლო საზოგადოებას. 

„ულმობელია სიკვდილი, სადაც არ ელოდები იქ ჩაგისაფრდება. ვინ იფიქრებდა, რომ ასე ჯან-ღონით სავსეს, მებრძოლი სულისკვეთების და დაუღალავი ენერგიის მქონეს ასე უცაბედად წაგაქცევდა, მაია და მზეს დაგიბნელებდა. 
ყოველდღიურ წვრილმანებსა და ცხოვრებასთან ჭიდილში გართულ ადამიანებს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანის მოფერებისა და ტკბილი სიტყვსთვის თითქოს დრო არ გვრჩება. ვაგლახ, რომ შენი მოფერება გარდაცვალების შემდეგ გვიწევს.
მძიმე ტვირთი დაგაკისრა განგებამ, მაია. მეუღლე უდროოდ გამოგაცალა ხელიდან. მერე იყო ბრძოლა შვილების ფეხზე დასაყენებლად, შუძლებელი შეძელი ბავშვები დააფრთიანე, სამაგალითონი დაზარდე, სხვანაირად არც შეიძლებოდა. შენ ხომ სამაგალითო დედა იყავი. უხმოდ ეწეოდი ცხოვრების მძიმე ჭაპანს, წუწუნი არ გჩვეოდა.
სკოლაში შემოსვლისთანავე ზღურბლთან ტოვებდი პირად პრობლემებს და შენს მოსწავლეებთან ბოლომდე იხარჯებოდი. რამდენ თაობას გაუზიარე შენი გულის სითბო, აზიარე ცოდნას. დღეს კი ყველას დასწყვიტე, დაუთუთქე გული, მაია. ჩვენს სკოლას შენი სახით ძლიერი პედაგოგი დააკლდა. შენი წასვლით სამყარომ თითქოს ფერი იცვალა. გვტკივა უშენობა. შენ მარადისობაში გადაინაცვლე და დაგვიტოვე დიდი სევდა და მწუხარება. 
რით ვანუგეშოთ შენი შვილები, თუმცა ისინი იამაყებენ კარგი დედის შვილობას, რადგან შენ ამ წუთისოფლის ტვირთი ღირსეულად ატარე მათთვის. გულისტკივილით გემშვიდობებით. ნათელი დაადგეს შენს სპეტაკ, უმწიკლო სულს, მაია.
თურმე ნამდვილად დადგა ეს ცუდი და დამთრგუნველი რეალობა, რომელიც უნდა გავითავისოთ...მაი, დღეს ბოლო დღეა ამ წუთისოფელში შენი სიკარგისა, სიდინჯისა, დაუშრეტელი ენერგიისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მოსწავლეების წინაშე წარდგენისა და ადრესატისგან მიღებული წარმატებული შედეგებისა, უმაგრესი დედობისა, მზრუნველი ბებიისა, რომელიც ბოლო მზის გამონათება ყოფილა შენთვის. მაი, გეთხოვება დღეს შენი სკოლა, წალენჯიხა, შენი ოჯახი, შენი აღზრდილები და მოსწავლეები. მაი, მადლობა ყველაფრისთვის, თითოეული გაკვეთილისთვის, ბოლომდე დახარჯვისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ნინო კალანდიას სიტყვებს დავესესხები „სკოლის მარგალიტი“ იყავი და დარჩები სკოლის მარგალიტად. უფალს ებარებოდეს შენი უმანკო,სპეტაკი სული, ჩვენო მაი“,- წერს სკოლა. 

Etaloni.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამიანის გარდაცვალები გამო.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება