სიახლეები
ეტალონი

„მოხარული ვიქნებოდით „ეტალონი“ უფრო ხშირადაც რომ ტარდებოდეს“- ბოლნისის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
15-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბოლნისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბოლნისის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.


მადონა ლომსაძე, ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:


მოხარული ვარ, რომ „ეტალონი“ შექმნილ სიტუაციას მოერგო და კონკურსი კვლავ აქტიურია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. კონკურსის საშუალებით ბავშვები საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს ხედავენ. სკოლასაც, რა თქმა უნდა, ძალიან უხარია, როდესაც საკუთარი მოსწავლის წარმატებას ხედავს და იგებს.  ჩემპიონატი ერთგვარი საზომი ხდება, თუ რამდენად ითვისებს მოსწავლე მიღებულ ცოდნას. ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონმა“ მოსწავლეებს მისცა საშუალება საკუთარი თავი და ამბიციები წარმოეჩინათ.


მანანა ადამია, ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეების ჩართულობა მათი განვითარებისთვის აუცილებელია, მით უმეტეს ახლა როდესაც, ხან ონლაინ სწავლებაა, ხან ჰიბრიდული და ხანაც დასწრებითი. „ეტალონის“ მსგავსი ღონისძიებები ჩვენი მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია.


ირმა წაქაძე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შარშან მაგალითად ჩვენი მოსწავლე გახდა „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ და ახლაც ველოდებით შედეგებს. ვფიქრობ ეს ჩემპიონატი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ჩემს დროს რომ ყოფილიყო „ეტალონი“ ყოველ წელს მივიღებდი მონაწილეობას. ბავშვებისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა გარდა იმისა, რომ საინტერესოა ასევე შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავი და ცოდნა გამოსცადონ. ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მიმცემია და სწავლისადმი მოტივაცია უფრო უმაღლდებათ.


მაია ისიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი:


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის აუცილებელი პროექტია. ის, რომ ბავშვები საკუთარ თავს ცდიან არაჩვეულებრივია.ასეთი ღონისძიებები მოსწავლის ცხოვრებაში სასურველი და აუცილებელია. „ეტალონი“ მოსწავლეებს მრავალმხრივ ცოდნას სძენს, უვითარდებათ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებად და ასევე, იღებენ დიდ ცოდნას. თუ ვერ გასცა რომელიმე კითხვას პასუხი, მაშინ მოიძიებენ ინფორმაციას და უკეთ დაიმახსოვრებენ ამა თუ იმ მასალას.


ნესტან ონიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი:


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ბავშვებს ძალიან სჭირდებათ. ეს კონკურსი მოსწავლეს სტიმულს აძლევს და მსგავს წარმატებულ პროექტში მონაწილეობა მათთვის ძალიან კარგია. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ პირველ რიგში კომუნიკაბელურობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.  ბავშვი ეჩვევა კონკურსებში მონაწილეობას და როდესაც კითხვაზე სწორ პასუხს სცემენ ხედავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და სწავლა.


მზია დანელია, ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩემმა მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობის შესაძლებლობა ერთხმად აიტაცეს და ამით მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. მით უმეტეს ახლა, როდესაც ასეთი სიტუაციაა შექმნილი, მათთვის ეს კონკურსი უამრავი შესაძლებლობის მომცემია. გარდა იმისა, რომ უამრავი ცოდნა მიიღეს ბავშვები დამეგობრდნენ კიდეც. მოხარული ვიქნებოდით, ეს კონკურსი უფრო ხშირადაც რომ ტარდებოდეს. „ეტალონს“ ამ პროექტისთვის დიდ მადლობას ვუხდი, რომ ამ პროექტით სასკოლო ცხოვრებაში დიდი სიახლე შემოიტანა. „ეტალონი“ მოსწავლეებს შემეცნებით უნარებს უვითარებს და საგანმანათლებლო კუთხით ძალიან კარგი პროექტია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება