მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარეს, გარდა ამისა, წელს, საზაფხულო შვებულების დღეებშიც კი პედაგოგები სტატუსის შესაბამის სავალდებულო ტრენინგებს ესწრებოდნენ.
მასწავლებლებს ტრენინგების არჩევის საშუალება ჰქონდათ, ზოგმა მათგანმა ცოდნა საგანში გაიღრმავა, ნაწილი კი პროფესიული უნარებისა და ინკლუზიური განათლების ტრენინგებს დაესწრო.
აქვს თუ არა ტრენინგებზე დასწრებას რაიმე პრივილეგია? აისახება თუ არა ტრენინგებზე მიღებული სერტიფიკატი მასწავლებლის პროფესიულ წინსვლაზე?
იქამდე, სანამ მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდოდა და პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდებოდა, პედაგოგებს ტრენინგებით კრედიტების დაგროვება შეეძლოთ. მათთვის ტრენინგებზე დასწრება სტატუსთან მიახლოების ერთ-ერთი საშუალება იყო. ტრენინგები, რომელიც პროფესიულ წინსვლაზე აისახებოდა, პრაქტიკოსებს წელსაც ჩაუტარდათ. ვგულისხმობთ 5-კრედიტიან ტრენინგებს. მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული აღნიშნული ტრენინგებით იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად 5-მდე კრედიტი აკლდებოდათ, შეივსეს და სტატუსი მოიპოვეს.
ტრენინგებზე დასწრებასა და პროფესიული განვითარების სურვილს ასევე დიდი ყურადღება ექცევა მაძიებელი პედაგოგების შეფასებისასაც. მაძიებლებს, რომლებმაც მასწავლებლის სახლის თეორიული კურსი გაიარეს, კურსის ბოლოს, გარდა განვლილი აქტივობების რეფლექსიებისა, შეეძლოთ „ესქულში“ აეტვირთათ სერტიფიკატები, რომლითაც დაადასტურებდნენ, რომ ისინი პროფესიული წინსვლით იყვნენ დაინტერესებულნი. აქვე მაძიებლებს უნდა აეტვირთათ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობაც.
რაც შეეხება სტატუსიან პედაგოგებს - უფროსებს, წამყვანებსა და მენტორებს. რა თქმა უნდა, სავალდებულო ტრენინგებსა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაგეგმილ ტრენინგებს, ისინიც დაესწრნენ, ცოდნაც მიიღეს და პროფესიულადაც განვითარდნენ, მაგრამ მათ ტრენინგებზე დასწრების გამო არანაირი პრივილეგია არ აქვთ, პედაგოგების ეს აქტივობა არც კრედიტებად აისახა და არც სტატუსის ამაღლებაში დახმარებია მათ.
ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, როგორ აიმაღლებენ სტატუსს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები. როგორც გარდამავალ დებულებაშია აღნიშნული, 2021 წლიდან სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აღნიშნული გამოცდა არ ჩატარდა. სტატუსის ამაღლებით დაინტერესებული პედაგოგები გამოცდას 2022 წლის ზაფხულში ელოდებიან.
გარდამავალ დებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალ საფეხურზე ასასვლელად მასწავლებლებს პორტფოლიოც შეუფასდებათ. აქ კი შესაძლოა, ყურადღება მიექცეს, ესწრებოდა თუ არა ტრენინგებს პედაგოგი, დაინტერესებული იყო თუ არა კვალიფიკაციის ამაღლებით. ამ ეტაპზე კი მასწავლებლებს შეუძლიათ მხოლოდ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატებით მოიწონონ თავი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.