სიახლეები
სიახლეები

გამოცხადდება თუ არა სკოლებში მასშტაბური ვაკანსიები იანვრიდან? - ახალი გეგმა პრაქტიკოსების სასრგებლოდ
21-11-2021
-
+


პრაქტიკოსების ნაწილი იანვარში უფროსის სტატუსს მიიღებს, ნაწილს კი კანონის მიხედვით სკოლის დატოვება უწევს. საქმე იმაშია, რომ პედაგოგებს, რომლებსაც საგანი 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, მაგრამ პროფესიულ უნარებს ვერ აბარებდნენ, ახალი წლიდან უფროსის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში განუცხადეს.

მასწავლებლის სახლი მორიგ დათმობაზე წავიდა, მიუხედავად ამისა, 2000-ზე მეტ პედაგოგს არც საგანი აქვს ჩაბარებული და არც პროფესიული უნარების გამოცდა, შესაბამისად, მათზე ეს შეღავათი ვერ იმოქმედებს და იანვრიდან სკოლის დატოვება მოუწევთ.

რამდენად გაუშვებენ დირექტორები მასწავლებლებს შუა სასწავლო წელს და გადაერთვებიან ახალი კადრების მოძიებაზე, ეს ცალკე საკითხია. როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, დირექტორებს და პრაქტიკოსებს უკვე აქვთ შეთანხმება, რომ სკოლას არავინ დატოვებს, გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგები კი მოწვეულ მასწავლებლებად გაფორმდებიან.

მოწვეულ პედაგოგებს 9 საათის ჩატარების უფლება აქვთ, შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლები ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ, თუმცა სკოლაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც მოისურვებენ, პარალელურად კი ყოველ წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საშუალება მიეცემათ. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ ისინი იმავე სკოლაში, სადაც დასაქმებულები არიან, მაძიებლის პროგრამაში ჩაერთვებიან, კურსის დასრულების შემდეგ კი - უფროსის სტატუსს მოიპოვებენ.

იანვრიდან სკოლებში მასშტაბურ ვაკანსიებს არ უნდა ველოდოთ, რადგან პრაქტიკოსების ნაწილი უფროსი გახდება, ნაწილი -  მოწვეული მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებს. საერთო ჯამში კი „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება“.


იხილეთ ასევე: გამოცდაზე ჩაჭრილი მასწავლებლები იანვრიდან უფროსის სტატუსს მაინც მიიღებენ

უნარებში ჩაჭრილმა 200-მდე პრაქტიკოსმა სტატუსი შესაძლოა ტრენინგით აიმაღლოს - საკითხს განათლების სამინისტრო განიხილავს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება