მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფალ უნივერსიტეტში იყოფებოდნენ.
გასვლითი ექსკურსიის ორგანიზატორები Shes Great-ის მენტორები ნინი კალაძე და ანი მშველიძე იყვნენ. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტის დაარსების, მისი დამფუძნებლისა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესახებ.
როგორც სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი წერს, მოსწავლეებისთვის ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.
„2021 წლის 11 ნოემბერს სავანეთის საჯარო სკოლის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად მოუწიათ გასვლა თბილისში ბენდუქიძის სახელობის თავისუფალ უნივერსიტეტში. გასვლამდე ჩაუტარდათ ტესტირება.
პროექტი ფინანსდება ამერიკული ორგანიზაციის მიერ. გასვლითი ექსკურსიის ორგანიზატორი იყვნენ Shes Great-ის მენტორები: ნინი კალაძე და ანი მშველიძე. მოსწავლეები დაესწრნენ პრეზენტაციას, რომელიც გაიმართა მისაღებ ოთახში, ე.წ. სააქატო დარბაზში, სადაც მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, მისი შემოქმედი, ესაუბრნენ აქ მოხვედრის პრიორიტეტებზე, კურსდამთავრებულთა მიღწევებზე, რომლებიც მუშაობენ ამერიკაში, ინგლისში, კარიერული წინსვლის განვითარების ინსტიტუტებში. წარადგინეს საკონტაქტო პირი, რომელიც კურირებს დასაქმებას, აქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიებთან და კადრების მოთხოვნის შემთხვევაში ასაქმებს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საუბარი შეეხო ღია კარის დღეს, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, ადგილზე ხდება ჩაბარების მსურველებთან გასაუბრება, აქვს შეღავათები სოციალურად დაუცველებს, არ იხდიან არანაირ გადასახადებს. ჭკვიანი აბიტურიენტები იგზავნებიან სხვადასხვა ქვეყნებში, იძენენ გამოცდილებას, ითვისებენ სხვადასხვა ენებს. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებიც დღეს პოპულიარობით სარგებლობენ, მაგ: მიშა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველი, დეა გოგიშვილი აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მეგი ქარცილაძე და სხვები. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები (გაცვლითი პროგრამის წევრები) მესამე კურსს აგრძელებენ ინგლისში, მეოთხეს საფრანგეთში, მაგისტრს იცავენ ესპანეთში.
მოსწავლეები გაეცნენ სტუდენტების მიერ გაკეთებულ ხელნაკეთებს, დანადგარებს, ლაბორატორიებს, სადაც სინჯს იღებენ იწერენ შედეგებს, პრაქტიკულ სამუშაოებს ახორციელებენ ჰიგიენის წესების დაცვით, თეთრი ხალათებით, პირბადით, ხელთათმანით. გარემო უსაფრთხო და მშვიდია.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამზარეულო აკადემია, სადაც ამზადებენ საჭმელებს, ყველა საჭირო ნორმების დაცვით. ლამაზად გამოიყერებოდა გაზქურები და მათთან მდგომი სტუდენტები, რომლებიც გამუდმებით „ფაციფუცობენ.“
შესვენების დროს მოსწავლეებმა მიირთვეს საჭმელი და შემდგომ გაეშურნენ უნივერსიტეტის მუზეუმში. აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, საინტერესო იყო ირგვლივ ყოველივე: ცხოველთა ფიტულები, მცენარეები, ვაზის სხვადსახვა ჯიშები, ფრინველების კუთხე და ა. შ.
დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს, გასაოცარია რაიმე სახის ექსკურსია, გასვლები, პროგრამა კი ამის საშუალებას იძლევა. სამოქალაქო განათლება მუშაობს კარგად. შესაქებია ამ პროექტის დამფინანსებლების, წარმომადგენლების შრომა და ღვაწლი, შეუფასებელია ის შრომა, რასაც ახორციელებენ ბავშვებში, ტრენინგებიდან დაწყებული ექსკურსიით დამთავრებული. ამ მოსვლამ მათ მოტივაცია აუმაღლა, უბიძგა ჩაბარებისკენ. მოსწავლეები ერთმანეთს უზირებენ ნანახს, თვალებგაბრწყინებული საუბრობენ მომზადებაზე. ეს არის დიდი სტიმული, უანგარო საქმე, როდესაც ყოველი ადამიანი ხვდება, რომ უნიკალურია, რომ „შეუძლია“, „საჭიროა“, „შეძლებს.“ მათ საკუთარ თავში იპოვეს ძალები და დაისახეს მიზანი: მიიღონ უმაღლესი განათლება, მოემზადონ მასწავლებელთან. ვიზიტი უნივერსიტეტში კი გახდა მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყარო. ამგვარმა გასვლამ მოსწავლეთა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ“- წერს სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება