პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლე ბაჩო გიგანმა ძიუდოს შეჯიბრში ოქროს მედალი მოიპოვა
16-11-2021
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეა, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიამაყით უზიარებს.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ბაჩო გიგანმა ძიუდოში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი პედაგოგებთან ერთად ოქროსმედალოსანს ულოცავს ამ წარმატებას:
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-6 კლასის მოსწავლეს, ბაჩო გიგანს წარმატებულ ასპარეზობასა და მოპოვებულ ოქროს მედალს ძიუდოში! ულევი წარმატებები ბაჩო შენ და მთელი სკოლის მოსწავლე - ახალგაზრდობას“, - წერია მისალოც წერილში.