სიახლეები
სკოლები

ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
16-11-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებას მიაღწიეს. 

მათ შუახევის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ჩატარებულ პირად პირველობაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს. 

სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„მიმდინარე წლის 12 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ჩატარდა პირადი პირველობა მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მოიპოვეს საპრიზო ადგილები:  
1. ქეთევან აბუსელიძე - ბადროს ტყორცნა პირველი ადგილი (ოქროს თასი, ოქროს მედალი და სიგელი);
2.  ოთარ ხუჯაძე - 60 მეტრზე რბენა მეორე ადგილი (ვერცხლის მედალი და სიგელი), ოთარ ხუჯაძე - ბადროს ტყორცნა მეორე ადგილი (ვერცხლის მედალი და სიგელი);
3. ნიკა აბუსელიძე - ბირთვის ტყორცნა მესამე ადგილი (ბრინჯაოს მედალი და სიგელი).
სკოლის ყველა თანამშრომელი და მოსწავლე ახალგაზრდობა გულითადად ვულოცავთ წარმატებებს გამარჯვებულ მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელ ჯემალ დიასამიძეს.
ვუსურვებთ ულევ წარმატებას“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

200-ლარიანი დახმარება გაიცემა 0-დან 18 წლამდე ბავშვისთვის - მუნიციპალური ბიუჯეტი

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


10 უნივერსიტეტი, რომელთაც ე.წ. უფასო ფაკულტეტები აქვთ

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება