ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
16-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
დავით ლაბაძე;
გიორგი სამხარაძე;
ზოია ცხოვრებაძე;
ფიქრია სამხარაძე;
იაგორ ლაბაძე;
ვაჟა ლაბაძე;
დავით სამხარაძე.
დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჭიათურელი მოსწავლეებისთვის იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.