სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებელთა უმრავლესობა აცრილია“- ​პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა ლობჯანიძე
16-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა ლობჯანიძე საუბრობს. 

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?

- ამჟამად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს დასწრებითი ფორმატის ფარგლებში, რაც მოწონებას იმსახურებს როგორც პედაგოგების, ასევე მშობლების მხრიდან. მდგომარეობიდან გამომდინარე როცა გადავდივართ დისტანციურ სწავლებაზე, ითვალისწინებენ რა არსებულ ეპიდვითარებას, მშობლებიც შეგნებულად უდგებიან ამ საკითხს.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- კომპლექსური დავალება მოსწავლეთა შემოქმედებითობისა და ცოდნათა ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ ანუ სამიზნე ცნებების დაუფლებისკენ. მიუხედავად ახლადჩართული სკოლისა, ამ მიმართულებით სკოლის პედაგოგები მუშაობენ ინტენსიურად და წამოჭრილ სირთულეებს ერთობლივი მუშაობით/თანამშრომლობით უმკლავდებიან. ყველა პედაგოგი ცდილობს განახორციელოს ერთი კომპლექსური დავალება და ამ კუთხით,  მათ პოზიტიური მზაობა აქვთ. მშობლების  მხრიდან  არის კეთილგანწყობა, რაც განპირობებულია გასულ წელს განხორციელებული კომპლექსური დავალებებით მიღებული დადებითი შედეგებით.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- შეძლებისდაგვარად, შემხვედრ ყოველ აუცილებელს ვპასუხობთ შესაბამისი ქმედებით. განვახორციელეთ აქტივობა „ოქროს შემოდგომა“, გეგმაშია საახალწლო ზეიმის მოწყობა.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- იმის გამო, რომ ჩვენ იშვიათად ვართ დისტანციურ სწავლებაზე, შედარებით მცირე შემთხვევაა პროგრამის ათვისების საკითხში შეფერხების, თუმცა არის მომენტები, როცა ვაწარმოებთ ინდივიდუალურ მუშაობას თითოეულ მოსწავლესთან.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- მასწავლებელთა უმრავლესობა აცრილია, 80%- მდე ცოტაა დარჩენილი. ძირითადად, ის პედაგოგები არიან აუცრელი, რომელთაც კოვიდი აქვთ გადატანილი. ვიმედოვნებ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ამ მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესდება. ანალოგიურს ვერ ვიტყვი მშობლებზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება