ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ მემორანდუმი გააფორმეს
16-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ზაქარაძემ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ავთანდილ კასრაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ამ ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია:
- ახალი ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ბაზაზე;
- კვალიფიციური ტრენერების რეკომენდირება სკოლის ბაზაზე ორგანიზებული ტრენინგებისთვის ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ბათუმის ტექნოპარკის სივრცისა და სერვისების ხელმისაწვდომობა ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისათვის.
ღონისძიებას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.