მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისას, განათლების სამინისტრო, კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს, რათა სისტემაში არსებული ხარვეზები ბოლომდე აღმოიფხვრას. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია განმარტებული, ცვლილებების თეორია შემდეგ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს:
მასწავლებელთა შინაგანი მოტივაცია - ამის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულ უნდა იქნას ისეთი სტრატეგია, რომელიც აგებული იქნება მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე. შემოთავაზებული იქნება აქტივობები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წევრებს გაუჩენს რწმენას, რომ აკეთებენ ღირებულ საქმეს, და მათ ძალუძთ ამგვარი ცვლილებების მოხდენა;
სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის განვითარება - მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული სტრატეგია ხელს უწყობდეს არა კონკურენციას მასწავლებლებს შორის, არამედ მათ თანამშრომლობას და ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას. ინტერვენციებს უნდა ჰქონდეს ჰოლისტური ხასიათი, რომელიც მთლიანად სასკოლო კულტურის და არა მხოლოდ ერთეული ნიუანსების მოგვარებაზე იქნება მიმართული;
აქცენტი პროცესებზე და არა მოკლევადიან შედეგებზე - სტრატეგია უნდა ახალისებდეს სკოლების ჩაყენებას მუდმივ, განუხრელი განვითარების რეჟიმში; ეროვნულ და სასკოლო დონეებზე სარეფორმო პროცესების მართვა უნდა ითვალისწინებდეს ჰუმანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობას;
ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის - სკოლა თითოეულ მოსწავლეს უნდა აძლევდეს თვითრეალიზებისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.