სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლები, რომლებსაც არც ერთი მოსწავლე არ ჰყავთ
03-01-2022
-
+


საქართველოს 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა, ამის მიზეზი კი სკოლაში მოსწავლეების არ არსებობაა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში etaloni.ge - ს განუმარტეს, ძირითადად მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მოსახლეობის მიგრაციისა და მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის/შემცირების გამო ლიკვიდაციის/ოპტიმიზაციის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე უნარჩუნდებათ სტატუსი.

იხილეთ სკოლები, რომლებსაც მოსწავლეები არ ჰყავთ:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანავისა და სოფელ ხოტევის საჯარო სკოლები;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურებისა და სოფელ ხანდოს საჯარო სკოლები;
  • თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლალ
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლა.

იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შენარჩუნებული აქვთ ასეთ სკოლებს, დავინტერესდით ჰაყვთ თუ არა ამ სკოლებს მასწავლებლები.

„აღნიშნულ სკოლებს არ აქვთ საგაკვეთილო ცხრილი, აქედან გამომდინარე არ ჰყავთ აქტიური მასწავლებლები.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული, ძირითადად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლების ზოგიერთი საჯარო სკოლა მოსახლეობის მიგრაციისა და მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის/შემცირების გამო დადგა ლიკვიდაციის/ოპტიმიზაციის საფრთხის წინაშე.  

სამინისტრო ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე ინარჩუნებს ამ საჯარო სკოლებს სტატუსის ცვლილების გარეშე იმ შემთხვევებისთვის, თუ დასახლებებში გამოიკვეთება სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია და გაჩნდება სასწავლო პროცესის აღდგენის საჭიროება. აღნიშნული მიდგომა მთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნებასა და ადგილზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს მაშტაბით 2021-2022 სასწავლო წლისთვის 2000-ზე მეტი მოქმედი საჯარო სკოლაა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 563 800-ს აჭარბებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება