მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ფილმის განხილვა მოეწყო.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა კინოსურათი „კატა წვიმაში“ ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფილმის განხილვისას კინომცოდნეებს არ ჩამოუვარდებოდნენ, რაც მათი მასწავლებლის ქეთევან სიხარულიძის დამსახურებაა.
„სამყაროსგან გაუცხოვება... მარტოსულობა... გარემოს შენეული აღქმა... ეს და სხვა მსგავსი საკითხები განიხილეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა ფილმ „კატა წვიმაში“ ნახვის შემდეგ; ფილმი ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. მოსწავლეებმა ჯერ წიგნი წაიკითხეს და შემდეგ ფილმიც ნახეს.
ჩვენი პატარები ფილმის განხილვისას კინომცოდნეებს არ ჩამოუვარდებოდნენ. ბუნებრივია ეს მათი მასწავლებლის - ქეთევან სიხარულიძის დამსახურებაა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს