ჭალადიდის საჯარო სკოლაში კალიგრაფიული კონკურსი ჩატარდა
17-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებით კალიგრაფიული კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში, რომლის სახელწოდებაც „ვაჟას შემოქმედება - შტრიხები პროექტისათვის“ იყო, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
სკოლა ყველა მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.
„ჭალადიდის საჯარო სკოლაში 2021 წლის 10 ნოემბერს კალიგრაფიული კონკურსი ჩატარდა.
„ვაჟას შემოქმედება - შტრიხები პროექტისათვის“.
პროექტი ხორციელდება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის საიუბილეოდ. ამ კონკურსში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები...
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.