ახალციხის N4 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ვსწავლობთ ტოლერანტულ გარემოში“ განხორციელდა
17-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
„მე და საზოგადოებისა“ და „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგებმა: დიანა ლურსმანაშვილმა, სირანუშ კარაპეტიანმა და ია გვენეტაძემ პროექტი - „ჩვენ ვსწავლობთ ტოლერანტულ გარემოში“, განახორციელეს.
„ია გვენეტაძემ სემინარი აღნიშნული თემის შესახებ ჩაატარა. მან მოსწავლეებს აცნობა თუ რამდენად შემწყნარებელი და მეგობრული გარემოა შექმნილი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების და მრწამსის მქონე მოსახლეობისთვის. მოგახსენებთ, რომ ჩვენი სკოლა არის ქართულ სომხური და აქვე სწავლობენ აზერბაიჯანიდან გადმოსახლებული მესხები. სამივე ეროვნების მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი ქვეყნების ტრადიციებზე: გიორგი ველიჯანაშვილმა, ანი ქომოშვილმა, ელიფ დვალიძემ და მარინა მელქოიანმა უმცროსი კლასის მოსწავლეებს გააცნეს საკუთარი ქვეყნის თითო დღესასწაული. პედაგოგმა, ნათია მღარიშვილმა სთხოვა მოსწავლეებს ემსჯელათ ამ ეროვნების ადამიანებმა თანაცხოვრების დროს რა ტრადიციები დანერგეს საკუთარ ყოფა ცხოვრებაში, რაში გამოიხატება ურთიერთპატივისცემა და მიმღებლობა. დიანა ლურსმანაშვილმა მეოთხე კლასის მოსწავლეს, ლამარია ტაბატაძეს სთხოვა მოემზადებინა პოსტერი - „რაბათი ტოლერანტობის სიმბოლო“ და სირანუშ კარაპეტიანმა მოსწავლეებს დაამზადებინა ერთმანეთის რელიგიის კულტურის და ადათ-წერების პატივისცემის ნიშნად კედლის გაზეთი. სომხური სექტორის უმცროსკლასელებისთვის სემინარს სომხურ ენაზე თარგმნიდა მარგარიტა აღჯანიანი. სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის, ხოლო პედაგოგებს - ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები