სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-11-2021
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პედაგოგმა, ია ბლაგიძემ მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ VIII კლასთან დამრიგებელმა, ია ბლაგიძემ წინასწარ ჩაატარა შეხვედრა, რის შემდეგაც მსგავსი საათის ჩატარება სამ სხვადასხვა კლასში დაიგეგმა. თუმცა, შეხვედრის ჩატარება ამჯერად თავად მოსწავლეებს დაევალათ. მოსწავლეებს, დავალებად ასევე ვიდეორგოლის სახელწოდებით - „ტოლერანტობა“ მომზადება ჰქონდათ.

„ძალიან ამაყი ვარ თითოეული მათგანის მუშაობით, პასუხისმგებლობითა და უნარით. ხშირად ვიმეორებ ფრაზას - „ორი კურდღლის მადევარი -სამსაც კი დაიჭერსო“ (ჩემეული ვერსია). მთავარია მონდომება! სწორედ ასე დავიჭირე სამი კურდღელი: ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა გარდა იმისა რომ გაიაზრეს „ტოლერანტობის“, არსი, ასევე, იმუშავეს გუნდურად, თამამად წარდგნენ სხვა კლასის მოსწავლეების წინაშე და გაიუმჯობესეს საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარები, შექმნეს ვიდეორგოლი (მონტაჟისთვის მადლობა ნინი დიასამიძეს, მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის), აიმაღლეს მოტივაცია, შეიყვარეს სკოლის ცხოვრება კიდევ უფრო მეტად, მოირგეს და გაიაზრეს - „მასწავლებლობის როლი“ თანმხლები ვალდებულებებით, გაიმყარეს თავდაჯერებულობა. შეხვედრა ჩატარდა V, VI, VII კლასების მოსწავლეებთან. დასმულ შეკითხვებზე თამამად მსჯელობდა თითოეული მოსწავლე, მადლობა მათ აქტიურობისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური მუშაკი ლიკუნა გრიგოლია და ფსიქოლოგი ნათია ყაველაშვილი. პრეზენტატორებისთვის მათი შეფასება იყო გამამხნევებელი. მადლობა ჩემო ინტერესიანო გოგო-ბიჭებო! მალე ისევ გაგიზიარებთ მომდევნო პროექტს, ამჯერად კლასის სხვა ჯგუფის ორგანიზებით, სხვა თემატიკაზე“,- აღნიშნავს 
პედაგოგი ია ბლაგიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება