„დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო“ - ლედგებეს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია
17-11-2021
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია.
მოსწავლეები უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში იღებენ განათლებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი თამილა შულაია ჩანაწერს ავრცელებს. დირექტორის თქმით, ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს მათ რეაბილიტირებული შენობა აქვთ.
„2021 წლის 8 ნოემბერი, დღე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან და საზეიმო თარიღად დარჩება სოფელ ლედგებეს მკვიდრთა და ჩვენი აღსაზრდელების ცნობიერებაში. დღე, რომელსაც მოუმენლად ველოდით - უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტის „ცოდნის ტაძარი“, რომელიც თითოეულის ზღაპრად ქცეული ოცნებად გვრჩებოდა. 2015-16 სასწავლო წელს, როგორც კი ფეხი შემოვდგი ლედგებეს საჯარო სკოლაში, მიზნად დავისახე უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ღირსეული თაობები ენაცვლებოდნენ ერთურთს.სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ძლიერი პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევამ, დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. ასევე აღსანიშნავია ქალბატონ პაშა გულორდავას ხელმძღვანელობით, მარტვილის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ერთიანი გუნდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფალთა თანადგომითა და მხარდაჭერა. სწორედ ასე გაკეთდა ისტორიული საქმე. დღეს, ლაღად, ხალისით, ახალი იდეებითა და შემართებით მოტივირებულნი ვართ შევქმანთ ღირსეული, კონკურენტუნარიანი გარემო და მრავალი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს სოფელსა და ერს. უნდა აღინიშნოს,რომ ესაა საწყისი ნაბიჯი მომავლის კეთილდღეობისკენ. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. საძირკველი ისე მყარია, ჩვენი „ ცოდნის ტაძრისა“, რომ „სახურავიც“ ურყევი უნდა დაიდგას, რათა სრულყოფილი კომპლექტი ასულდგმულებდეს თაობებს“,- წერს თამილა შულაია ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი.