სიახლეები
სამასწავლებლო

„არაფერი არ ფუჭდებოდა იმით, რომ ცხადდებოდა ნიშნები“ - სკოლის დირექტორები მოსწავლეთა შეფასების კონფიდენციალურობაზე
17-11-2021
-
+


ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ყველა მოსწავლე და მშობელი შიშით ელოდა ე.წ. მშობელთა კრებას, როდესაც მასწავლებელი ნიშნების ჩამონათვალით წარდგებოდა მშობლების წინაშე და მერე სახლში მისულს ან ოჯახურ სასამართლოს მოგიწყობდნენ ყველას წინაშე შერცხვენისთვის ან მეზობელ-ნათესავებში შენი აკადემიური მოსწრებით საშვილიშვილოდ იამაყებდნენ. დრო იცვლება და ამასთანავე მიდგომებიც, განსაკუთრებით სასკოლო ცხოვრებაში. შეიცვალა ჟურნალის ფორმაც - მატერიალური რესურსი ელექტრონულმა ჩაანაცვლა, სადაც მშობელსა და მოსწავლეს მხოლოდ საკუთარი მონაცემის ნახვა შეუძლია. მასწავლებელი არც გაკვეთილზე აცხადებს რა ნიშანს გიწერს ჩაბარებულ გაკვეთილში, არც მშობელმა იცის ვინ როგორ სწავლობს თავისი შვილის კლასში.

მოსწავლის ნიშნებისა და შეფასებების კონფიდენციალურობის საკითხებზე Etaloni.ge სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

დავით ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

„ცუდია, როცა მოსწავლეებმა ერთმანეთის ნიშნები არ იციან, იმიტომ რომ კონკურენციის მომენტი იკარგება. ამდენი ხანია მასწავლებლად ვმუშაობ და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ განსაკუთრებით მონდომებული პატარები არიან, რომ ნიშნები ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, ცნობილი უნდა იყოს ნიშანი. მატერიალური ჟურნალი ამიტომ იყო კარგი, იცოდნენ ბავშვებმა ვის რა ნიშანი ეწერებოდა. ხშირად მქონდა პრაქტიკაში, რომ კარგი მოსწავლე იყო და რომ ჩაუვარდებოდა გაკვეთილი, არ დავწერდი შესაბამის ნიშანს, მაგრამ კომენტარს ვუკეთებდი. ნიშნის დაწერა კომენტარით იყო განსაკუთრებით კარგი და ახლა ელექტრონულ ჟურნალში ვერაფერს ვერ გებულობენ. კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ზოგი ვერ აკეთებს, ზოგს უჭირს, ხან ნიშანი არ ისახება, ხან დასწრება და ხან საბოლოო შეფასება. მიჯაჭვული ვართ ამ კომპიუტერს. ბავშვი კონკურენტულ გარემოში უნდა იზრდებოდეს, რათა ცხოვრებაში იცოდეს, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ბავშვებმა, კლასელებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთის ნიშნები, რომ ერთმანეთთან შეჯიბრის სურვილი გაუჩნდეთ“.

გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ამ საკითხს ორგვარად შეიძლება მივუდგეთ, ამიტომ ცალსახად კარგია თუ ცუდია ვერ იტყვი. ერთი მხრივ თუ ავიღებთ, შეიძლება ნიშნების კონფიდენციალობამ მოსწავლეებში ერთმანეთთან კონკურენციის სურვილი გააქროს. შეჯიბრი კი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოოდ ბავშვებმა ერთმანეთის შეფასებები მაინც იციან, ეს არ იმალება. მოტივაცისაც განაპირობებს ერთმანეთის ნიშნების ცოდნა, შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ვინცაა მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩემი აზრით გასაიდუმლოებელი მოსწავლის ნიშნებში არაფერი არ არის. როცა გაკვეთილზე ხდებოდა ბავშვის შეფასება, ეს გაცილებით ცოცხალი პროცესი იყო“.

თინა დიაკონიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლა:

„რა თქმა უნდა შეიცვალა ნიშნების და შეფასებების მიმართ დამოკიდებულება, ახლა ელექტრონულ ჟურნალში შეგვყავს მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, ამას სხვა მოსწავლეები და მშობლები ვერ ხედავენ და კარგიცაა, რატომ უნდა იცოდეს სხვისმა მშობელმა მაგალითად ჩემი შეფასება. ეს არის პირადი მონაცემები და დაცული უნდა იყოს. მასწავლებელი ცალკეც მიუთითებს რაზე უნდა იმუშაოს მეტი და რა მიზნები აქვს კონკრეტულ მოსწავლეს მისაღწევი, თუმცა მეორეს მხრივ, კონკურენციის მომენტი იმდენად აღარ არის.“

შაისმაილ ისლამოვი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლა:

„ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, მოსწავლეები ნაკლებად ნერვიულობენ, როცა საჯაროდ არ უცხადებ ნიშნებს. ვფიქრობ, თუ მოსწავლეს სწავლა უჭირს და დაბალი ნიშნები აქვს, სჯობს, ეს სხვამ არ იცოდეს და მასწავლებელმა პრობლემა მშობელთან ცალკე კომუნიკაციით უნდა მოაგვარონ“.

სარხან ხუბანოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ადრე როგორც იყო, ჩემი აზრით სრულიად მისაღებია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ ერთმანეთის შეფასება, ეს ზრდის კონკურენციას მათ შორის. ვინც კარგი მოსწავლეა კიდევ უფრო მეტს ცდილობს, ვისაც შედარებით დაბალი შეფასებები აქვს - ეცდება, რომ გამოასწოროს და თავისი კლასელის მსგავსად კარგად ისწავლოს. არაფერი არ ფუჭდებოდა იმით, რომ ცხადდებოდა ნიშნები და ყველამ იცოდა თავისი შეფასება“.

ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ზოგადად ყველა წესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ შემთხვევაში კონფიდენციალობის დაცვა ნიშნებთან დაკავშირებით ერთი მხრივ გამართლებულია, იმიტომ რომ მხოლოდ ბავშვები არ ნახულობენ ამ ნიშნებს. შეფასებებს ნახულობენ მათი მშობლებიც, რომლებმაც შეიძლება მეზობლებთან ისაუბრონ ამის შესახებ და შედეგად მოხდეს რომელიმე მოსწავლის დისკრედიტაცია, ამ მხრივ გამართლებული არ არის ნამდვილად, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს - შეჯიბრება ზოგადად ბავშვებისთვის კარგი მოტივაციაა, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კარგად სწავლობენ. როდესაც ეს მოსწავლეები ნახავენ, რომ რომელიმე მათ მეგობარს მაღალი ნიშანი უწერია, მათი მოტივაცია იზრდება. თუ ამ ასპექტს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ რომ სარგებლობას მოიტანს სხვა ბავშვის ნიშნების ნახვა. თუმცა ზოგადად მაინც ვფიქრობ, კონფიდენციალობის დაცვა ჯობია“.

მზია კორაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მართალია უშუალოდ ერთმანეთის ქულების შესახებ ბავშვები არ არიან ინფორმირებული, თუმცა განმავითარებელი შეფასება მაშინვე არც იწერება. უკუკავშირი კი არის ბავშვთან და ასე თუ ისე წარმოდგენა აქვთ თავიანთ აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ დიდად რამე შეიცვალა, თავადაც კი უზიარებენ ერთმანეთს. არის შემთხვევა, რომ ბავშვი იმსახურებს მაღალ შეფასებას და ვუფიქსირებ გაკვეთილზევე. მე არ მიმაჩნია, რომ ელექტრონული ჟურნალი მხოლოდ კონფიდენციალობის მიზნით არის, ის ხელმისწავდომია მასწავლებლისთვის და მშობლისთვის თანაბრად, ამასთან პანდემიის პირობებშიც ძალიან მოსახერხებელია. მშობელი ისე ადევნებს თვალს შვილის სასწავლო პროცესს, რომ მისი სკოლაში ფიზიკურად მისვლა საჭირო არაა. ძირითადად ეს შეცვალა ელექტრონულმა ჟურნალმა. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კონფიდენციალობის გამო არ შექმნილა“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება