მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციური სწავლების დანერგვიდან გამომდინარე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობით, მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს 20 GB-ის შეძენა 10 ლარად შეუძლიათ.
შეღავათიანი ინტერნეტი 12 იანვრიდანაა ძალაში. ამ პერიოდში სკოლები ხან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ხანაც - დასწრებულზე. ახალი სასწავლო წელიც დისტანციურად დაიწყო, შემდეგ სწავლებამ საკლასო ოთახებში გადაინაცვლა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ერთეული კლასები ან სკოლები ორკვირიან ონლაინ სწავლებაზე გადადიან. ამ პერიოდში კი სწორედ ინტერნეტი არის უმთავრესი, რომ გაკვეთილები შეუფერხებლად ჩატარდეს.
შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები (მაგთი, სილქნეტი, ბილაინი), რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.
სერვისით სარგებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ.
საინტერესოა, რა ხდება, როდესაც სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე არაა, ასეთ დროსაც შეუძლია პედაგოგს შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობა?
როგორც აღმოჩნდა, პედაგოგები, რომლებიც პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/ დარეგისტრირდებიან, შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობას 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ თუ არა. შეძენილი მეგაბაიტების გამოსაყენებლად ერთი თვე გაქვთ, იმ შემთხვევაში კი, თუ მეგაბაიტები დროზე ადრე დახარჯეთ „დისტანციური სწავლების პაკეტის“ შეძენას თვის განმავლობაში ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა