სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები ელოდებიან „ეტალონის“ დაწყებას და წინასწარაც ემზადებიან“ - კასპში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
18-11-2021
-
+


უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.  მიუხედავად იმისა, რომ პროექტი პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ამას მოსწავლეთა დაინტერესებასა და ჩართულობაზე არ უმოქმედია. როგორც სკოლებში ამბობენ, „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეებს თვითგანვითარების უფრო და უფრო მეტი სურვილი უჩნდებათ. ჩემპიონატი მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 17 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი კასპელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 74 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

კასპის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მაია ბროლაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ბევრი მოსწავლე არ გვყავს, ამიტომაც, მართალია, ჩართულთა რაოდენობა დიდი არაა, თუმცა, თუ ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ, დაინტერესება მაინც მაღალია. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებას ემსახურება, სწორედ ამიტომაც, მას ძალიან ვგულშემატკივრობ. მოსწავლეებისთვის ტესტირების დისტანციური ფორმატიც მოსახერხებელი იყო, მით უმეტეს პანდემიის პირობებში. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ. „ეტალონში“ მონაწილეობით ბავშვები სერიოზულ გამოცდილებას იღებენ, ინტერესდებიან, რომ უფრო მეტი ისწავლონ, რათა მომდევნო წელს უფრო მაღალი ქულა მიიღონ. ახლა მეშვიდეკლასელები მეკითხებოდნენ, მომავალ წელს მაინც ხომ შევძლებთ მონაწილეობის მიღებასო. ეს კი სწორედ დაინტერესებასა და მოტივაციაზე მეტყველებს. მათ ინტერესი უჩნდებათ, რომ მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი თავის განვითარებაზე იმუშაონ.

ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ 12-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათგან მეორე ეტაპზე ორი მეათეკლასელი გადავიდა. ზოგადად, მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი და მისასალმებელი პროექტია. მასში მონაწილეობით მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ, ემატებათ მოტივაცია და ეს საკუთარ თავში დარწმუნებისა და თვითგანვითარების საშუალებაა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ისინი გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

შახალ ისმაილოვი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მას. ბავშვები მასში მონაწილეობით უფრო მეტ ცოდნას იღებენ. ჩემი სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობა, გარკვეული პრობლემები გამო, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ მოახერხა. დანარჩენებსაც უნდოდათ მონაწილეობის მიღება და გული დასწყდათ, ამას კი, იმედია, მომავალ წელს გამოვასწორებთ. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის მიღებაში ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მით უმეტეს ჩვენთვის - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის. მოსწავლეები ამით სახელმწიფო ენასაც უკეთ შეისწავლიან. გუშინ სიგელი რომ მიიღო იმ ბავშვმა, რომელიც „ეტალონში“ მონაწილეობდა, სხვებიც დიდი ზარზეიმით შეხვდნენ. გასულ წლებში ჩვენი ბავშვები მეორე ეტაპზეც გადავიდნენ და კასპში იმყოფებოდნენ, სადაც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილიც ბრძანდებოდა.

დარეჯან ჭიხინაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს სკოლას იმის მოტივაცია აქვს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობდეს. ჩვენ მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მოსწავლეც გვყავდა, რომლის დამსახურებითაც ძალიან ბევრი სიკეთით ვისარგებლეთ. ამიტომ, მოტივაციაც არის და არიან კიდეც ჩართულები. ნებისმიერი ასეთი აქტივობა ბავშვების განათლების დონეზე აისახება და მოტივაციას უქმნის. მოსწავლეები ელოდებიან ხოლმე „ეტალონის“ დაწყებას და წინასწარაც ემზადებიან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება